dylan
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 21444
წევრი No.: 86401
რეგისტრ.: 11-March 09
|
#61305421 · 1 Jun 2024, 19:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გაგრძელება... და, მესამე სახის შხამები- ცხოველური შხამები, მათზე ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ ცოტა ხნის წინ, ამიტომ მე მომიხდება მხოლოდ ზოგადად შეგახსენოთ ნათქვამი: მწერების შხამები, გველების შხამები, განსაკუთრებით საშინელი- ცოფის შხამი, გაცოფებული ძაღლის შხამი. ამგვარად, ანსხვავებენ მინერალურ, მცენარეულ და ცხოველურ შხამებს. ყოველი მათგანი ზემოქმედებს ადამიანზე განსხვავებული სახით. ავიღოთ მაგალითად მინერალური შხამები, ვთქვათ დარიშხანი, ტყვია, სპილენძი, გოგირდმჟავა, აზოტმჟავა, ფოსფორი და ა.შ. მსგავსი შხამები შეიძლება შევისწავლოთ, როდესაც ისინი უკვე შეყვანილია ადამიანში არა იმ რაოდენობით, რომ მყისვე მოკლას ადამიანი. (აღსანიშნავია, რომ დიდი ოდენობით შეყვანილი ასეთი შხამები, მაშინვე კლავს). მცირედად შეყვანილი შხამები ავად ხდიან ადამიანს. მთავარია სწორად დავადგინოთ რა სახის ზემოქმედებით აავაადდება ადამიანი. შხამების მოქმედება ყველაზე ადვილი დასაკვირვებელი და შესასწავლია, როდესაც ისინი ადამიანზე სუსტად ზემოქმედებენ. როდესაც მოწამვლის დოზები დიდი არ არის და სახეზე გვაქვს ავადმყოფობა, ადამიანი შეიძლება განიკურნოს. საწამლავებთან გვაქვს ასეთი ვითარება: როდესაც ადამიანში აღწევენ მინერალური შხამები- დარიშხანი, სპილენძი ან ტყვია, ჩნდება პირველი ნიშნები - გულისრევა, ღებინების თანხლება; შემდეგ მუცლის დაუძლურება, ტკივილები, კოლიკები და მსგავსი მოვლენები. ეს იჩენს თავს, როდესაც მინერალური შხამებია მიღებული. მაგრამ სხეულს ხომ გააჩნია ტენდენცია, მიიღოს მხოლოდ ის, რაც მასშივეა გამომუშავებული. ამიტომ მინერალური შხამების მიღებისთანავე, ჩნდება ღებინების ნდომა და იწყება ღებინება. ეს არის სხეულის თავდაცვა, მაგრამ არასაკმარისი. როდესაც საქმე გვაქვს შხამების განსაზღვრულ დოზებთან, ეს არ არის საკმარისი. ახლა უნდა ვიმოქმედოთ ანტიშხამებით. უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ კუჭში და ნაწლავებში შევიყვანოთ ანტიშხამი, რაც მოიცავს, შეუერთდება შხამებს. შხამი, როდესაც ის მოხვდება კუჭსა და ნაწლავში, ის იპყრობს სხეულს და როდესაც მე შემყავს ანტიშხამი, მაშინ შხამი და ანტიშხამი ერთიანდებიან, ისინი ხდებიან ერთიანი. ამის წყალობით შხამი უკვე ვეღარ იპყრობს სხეულს - ის, ასე ვთქვათ, ქორწინებაში შედის ანტიშხამთან და მაშინ საჭიროა მოწამლულს მყისვე მივცეთ რაიმე ძლიერი საშუალება პირღებინების ან ფაღარათისთვის, რათა ყველაფერი ეს გამოვიდეს. რომელი ანტიშხამები უნდა მივცეთ სუსტი მოწამვლისას? ძლირი მოწამვლის დროს, რა თქმა უნდა მედიცინა უნდა ჩაერთოს, მაგრამ სუსტი მოწამვლისას რითი უნდა მივეხმაროთ? კარგი ანტიშხამი იქნება, თუ დაუყოვნებლივ ავიღებთ შემთბარ წყალს და მასში კვერცხს ჩავახლით. მივიღებთ გათხელებულ კვერცხის ცილას და შევიყვანთ ამ საშუალებას კუჭსა და ნაწლავში. შხამი შეუერთება ამ თხევად ცილას და მაშინ ის ღებინების ან საფაღარათო საშუალებით მას სხეულიდან გამოვდევნის. ანდა, თუკი სუსტ მოწამვლასთან გვაქვს საქმე, დაგვეხმარება თბილი რძე, ან ნებისმიერი მცენარეული ზეთი. ასეთია ანტიშხამები მინერალებით მოწამვლის დროს. მაგრამ ეს ვერ დაგვეხმარება ფოსფორით მოწამვლის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ზეთების მიცემა საერთოდ არ შეიძლება, რადგან ზეთები უკუ შედეგს იძლევიან და აძლიერებენ ფოსფორის მომწამვლელ ეფექტს. მაგრამ ყველა სხვა მინერალური ნივთიერებები მოცვა და გამოდევნა შესაძლებელია ცხიმოვანი საშუალებებით. რა ხდება, როდესაც შხამი ხვდება კუჭში? აი, სახეზე გვაქვს მოწამვლა. თუკი ვიმოქმედებთ ისე, როგორც უკვე მოგიყევით და მივიღებთ თბილ წყალში ჩახლილ კვერცხს, მაშინ მიღებული ნივთიერება კუჭში მოიცავს შხამს. ყველა ეს შხამები, რაც მე ჩამოგითვალეთ, თვით ადამიანის მიერ გამომუშავდება ორგანიზმში. ადამიანის სხეული თავადვე ქმნის რაღაც ოდენობით ტყვიას, სპილენძს, ფოსფორს... ადამიანი თავადვეა ყოველგვარ ნივთიერებების მწარმოებელი, მაგრამ ეს ნივთიერებები გამომუშავდება იმ რაოდენობით, რაც საჭიროა სხეულისათვის. თუკი ტყვიას შევიყვანთ სხეულში, მაშინ ის იქნება მეტისმეტად ზედმეტი სხეულისათვის. აქ დავსვათ კითხვა, რისთვის სჭირდება ტყვია ადამიანის სხეულს, რისთვისაა საჭირო? - აი რისთის, ჩვენ არასდროს რომ არ წარმოგვექმნა ტყვია ჩვენს სხეულში, მაშინ ჩვენ ყველანი ვიქნებოდით რაქიტიანები! ჩვენი ორგანოები რბილები იქნებოდნენ. რაქიტიანი ბავშვი არის ის, რომელიც არ გამოიმუშავებს ტყვიას საკმარისი რაოდენობით. ადამიანის სხეულს უნდა გააჩნდეს ტყვია არც ძალიან დიდი და არც ძალიან მცირე რაოდენობით. ძირითადად ადამიანის სხული მოწყობილია ისე, რომ ის გამოიმუშავებს ნივთიერებებს საკმარისი რაოდენობებით, არც ზედმეტს და არც-ნაკლებს. არ გამოიმუშავებს და მაშინვე ხდება ავადმყოფი. და აი, მე შევიყვანე ტყვია ორგანიზმში- რა ხდება მაშინ? ან რა მოსდის იმ ტყვიას, რასაც ადამიანი გამოიმუშავებს თავად? წარმოიდგინეთ: თქვენ ჯერაც ჩვილმა დაიწყეთ თქვენში ტყვიის გამომუშავება.მაგრამ ორგანიზმში ტყვიის აღმოჩენა რიმე ხელშესახები რაოდენობით ყოველთვის შეუძლებელია, რადგან ის მყისვე ოფლით გამოიდევნება. რომ არ ხდებოდეს მისი გამოოფლება, მაშინ თქვენ ერთ-ორ წელიწადში თვენს ორგანიზმში უკვე იმდენად ბევრი ტყვია გექნებოდათ, რომ მისი აღმოჩენა უკვე შესაძლებელი იქნებოდა. და ახლა კი, როდესაც უკვე დაკაცდით, თქვენ ძალზე მყიფე ძვლები გექნებოდათ. საკმარისი იქნებოდა რაიმეს დასჯახებოდით და თქვენი ძვლები მაშინვე ჩამოიფშვნებოდა, რადგან ფშვანადი ძვლები გექნებოდათ. ამგვარად, ტყვია, რომელიც თქვენში მუდმივად გამომუშავდება ძალზე მცირე რაოდენობით, მაშინვე ოფლით გამოიყოფა. მაგრამ, თუ მას ორგანიზმში დიდი რაოდენობით შევიყვანთ, ოფლი ვერშეძლებს მის გამოყოფას და ანადგურებს ადამიანს.მაგრამ მე ვაძლევ ასეთ ადამიანს წყალს კვერცხის ცილით და ის იცავს მას ტყვიის მავნე ზეგავლენისაგან. რატომ ხდება ასე? ის, რომ მე მუდმივად გამოვიოფლებ ჩემს საკუთარ ტვიას- ეს ხდება იმიტომ, რომ მე ჩემში მუდამ ჩემი საკუთარი ცილა გამაჩნია- ეს ამის წყალობით ხდება. როდესაც ჩვილი დედის რძეს წოვს, დედის თბილი რძე, სხვა სასიკეთო შედეგებთან ერთად, ემსახურება იმას, რომ იკვებება რა, დედის რძით, ამით ის გამოყოფს ტყვიას ორგანიზმიდან. აგვარად თბილი რძით შესაძლებელია ორგანიზმიდან ზედმეტი ტყვიის გამოდევნა პირღებინებით ან ფაღარათიანობით. ნარჩენი ტყვიის გამოდევნა შემდგომში უკვე ოფლიანობითაც შესაძლებელია. ამგვარად, ჩვენ ვბაძავთ იმას, რაც ბუნების მიერ მუდმივად ხდება. ცილა, რომელიც ადამიანშია, ხსნის ტყვიას. როდესაც კუჭში ზედმეტი ტყვია ხვდება და მე მასში ცილა შემყავს, მე ხელოვნური გზით ვმოქმედებ ისე, როგორც ამას ადამიანის სხეული აკეთებს მუდმივად. ასე რომ, საქმე მდგომარეობს იმაში, რომ მინერალური შხამების ზემოქმედება ნადგურდება, როცა რაღაცა სიცოცხლიდან შეგვყავს. ყოველთვის მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ იმით, რაც აღებულია ცოცხალიდან (სიცოცხლიდან): ან წყლი კვერცხის ცილით(კვერცხი- ქათმის კვერცხი, რაც ცოცხალი ქათმისგან, სიცოცხლისგანაა) ან თბილი რძე, რომელსაც ასევე ცხოველი ანუ ცოცხალი ძროხა იძლევა ან ზეთი, მცენარის ზეთი, რაც მოდის ცოცხალი მცენარისგან. ე.ი. საჭიროა ვიხმაროთ რაღაცა ცოცხალი სიცოცხლიდან, რასაც ჯერაც გააჩნია რაიმე ეთერული სხეულიდან. ე.ი. თუ დადგა მოწამვლა მინერალური შხამებით, მე მომიხდება მკურნალობა ეთერული სხეულიდან. მინერალური შხამებით მოწამვლისას ფიზიკური სხეული ძალზე აქტიურად აგზავნის ეთერულ სხეულში თავის შემადგელობას. მინერალური შხამები მოქმედებენ ისე, რომ ფიზიკური სხეული ეთერულ სხეულში აქტიურდება, ის ეთერული სხეულის ამა თუ იმ ორგანოში იჭრება. თუ ჩემში ბევრი ტყვიაა, რომელიც ანტიშხამით კუჭიდან არ გამოიდევნა და თუ ის სხეულში გადავიდა, მაშინ ფიზიკური სხეული მთლიანად მოიცავს ეთერულს. ფიზიკური სხეული მკვდარია, ეთერული - ცოცხალი. ამიტომ ფიზიკური სხეული კლავს ეთერულს, თუ მოხდა ეთერულში ფიზიკურის ღრმად შეჭრა. თუ სახეზეა სპილენძით მოწამვლა და მე დროულად არ გავანეიტრალე ის ანტიშხამით, მაშინ შხამი ორგანიზმში გადავა და ფიზიკური სხეულის ქვედა ნაწილი ძალზე ძლიერად გამსჭვალავს ეთერულ სხეულს. ამ შემთხვევაშიც საქმე გვექნება ორგანიზმის დაზიანებასთან. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ: ყველა მინერალური შხამი იწვევს ფიზიკური სხეულის ეთერულში შეჭრას. და, თუ მივცემთ ანტიშხამებს, რაზედაც ვისაუბრეთ, ანუ რაღაცას, რაც მიღებულია ეთერული სხეულიდან - წყალი კვერცხის ცილით, თბილი რძე და სხვა, მაშინ ფიზიკური სხეული გამოიდევნება ეთერულიდან. როგორც ხედავთ, აქ უკვე ჩანს სრულიად ზუსტად, რაც ხდება ადამიანის ორგანიზმში. რა ხდება მცენარეულ შხამების შემთხვევაში? როდესაც ადამიანი იწამლება ბელადონათი ან ბელენათი, Digitalis – наnaperстиaнkи, Datura Stramonium – დურმანი ან სხვა მცენარეული შხამებით, ხდება შემდეგი, - ადამიანი ცუდად ხდება. კუჭში და ნაწლავებში იწყება კოლიკი. როცა ადამიანი იწამლება მცენარეული შხამებით (დიდი დოზით მიღებისას მცენარეულ შხამებად გვევლინებიან ალკოჰოლი და ოპიუმიც), ასეთ შემთხვევაში საქმე არ მთავრდება გამოსულელებით, არამედ მოცული ხდება მთელი ორგანიზმი. მცენარეული შხამებით მოწამვლისას კუჭში საწყის ეტაპზე თითქმის არაფერი იცვლება და იგრძნობა, მაგრამ რაღაცა ხდება შემდგომ. ნაწლავში იწყება ფაღარათიანობა. თუკი მინერალებით მოწამვლისას მეტწილად ხდება ღებინება, მცენარეული შხამით მოწამვლისას მეტწილად საქმე გვაქვს ფაღარათთან. მაგრამ პროცესი გრძელდება და ვითარდება. სხეულის ფერი გადადის სილურჯეში, იწყება კრუნჩხვები, თვალები იწყებენ ცეცებას, (ოპიუმით მოწამვლისას გუგები ძალზე ვიწროვდება, სხვა მცენარეული შხამებისგან კი ძლიერ ფართოვდება). როგორც ხედავთ, მცენარეული შხამები უფრო ღრმად იჭრებიან ორგანიზმში. მინერალური შხამები ჯერ იჭრებიან მხოლოდ ფიზიკურ სხეულში. მცენარეული შხამები კი, გამომდინარე იქიდან, რომ მომდინარეობენ ეთერული სხეულიდან ანუ სიცოცხლიდან, მყისვე ეთერულ სხეულში იჭრებიან. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ მცენარეული შხამები მოქმედებენ ისე, რომ ეთერული სხეული ასტრალურში იჭრება. ამ შემთხვევაში ზემოქმედება ორგანიზმში არის უფრო ღრმა. თუკი მინერალური შხამები აქა თუ იქ ახდენენ ფიზიკური სხეულით შეჭრას ეთერულში ანუ სიცოცხლეში, მცენარეული შხამები იჭრებიან შეგრძნებებში, - ასტრალურ სხეულში. ამის გამო ადამიანი კარგავს ცნობიერებას. შეგრძნებები საერთოდ ქრება, ადამიანი გადადის თავბრუსხვევაში და შებოჭილი ხდება სწორედ ის ორგანოები, რომელთა მეშვეობითაც ხდება შესაძლებელი ყველაზე ფაქიზი შეგრძნებების აღქმა. თვალთა გუგები ან ფართოვდება ან ვიწროვდება. კანი ხდება შეპყრობილი, რითაც ადამიანი ახდენს შეხების შეგრძნებას. ასე რომ, მცენარეული შხამების ზემოქმედება ვითარდება ღრმად ადამიანის ორგანიზმში. ამიტომაც საჭიროა, ზრუნვა იმაზე, რომ შხამი გამოიდევნოს ასტრალური სხეულიდან - როგორც ხდება მინერალური შხამების გამოდევნა ეთერული სხეულისგან ისევე, როგორც აძევებენ მინერალურ შხამებს ეთერულიდან რაღაცით, რაც აღებულია რაღაც ცოცხალისაგან. უნდა მოინახოს რაღაც ისეთი მცენარეები, რომლებიც წარმოადგენენ მეტს, ვიდრე ჩვეულებრივი მცენარეები ანუ ისეთები, რომელ მცენარეებშიც კოსმოსიდან, სამყაროდან შეიჭრა ასტრალური სხეული. ჩვეულებრივი მცენარეები ცოცხლდებიან გაზაფხულზე, განაგრძობენ ზრდას მთელი ზაფხული, შემოდგომაზე კი კვლავ ჭკნებიან. ასეთები არიან ჩვეულებრივი მცენარეები. მაგრამ არიან მცენარეები, რომლებიც არ ჭკნებიან და მუდმივად აგრძელებენ ზრდას. ეს ხდება იმის გამო, რომ ასტრალური შედის მათში და რჩება. განსაზღვრულ მცენარეებში ეს ხდება განსაკუთრებით ძლიერად, თუმცა ისინი ვერ იქცევიან ცხოველებად, რადგან ეთერული გადასძალავს მათში ასტრალურს, მაგრამ ასტრალური შედის მათში და განსაკუთრებით ქერქში (კანში). ეს განსაკუთრებით ყველაზე მეტად ხდება მუხასა და ტირიფში. ამიტომაც მათი კანი შეიცავს ტანინის მჟავას. ამდენად წვენი, რომელიც შეიძლება გამოვწუროთ ან გამოხარშვით მივიღოთ მათგან (მუხა, ტირიფი), გვეხმარება გამოვიყენოთ ისინი ანტიშხამებად, რომლითაც შესაძლებელი ხდება ასტრალური სხეულიდან გამოვაძევოთ ის, რაც მასში შეიჭრა მცენარეული შხამის ზემოქმედებით. რაღაც რაოდენობით მსგავს მჟავას შეიცავს შავი ყავა და ჩაი, რასაც შეუძლია უფრო სუსტდ მოგვეხმაროს მცენარეული შხამების გამოდევნაში ასტრალური სხეულიდან. მაგარი ყავა და ჩაიც მოქმედებენ ამ მიმართებით. ახლა ჩვენთვის ნათელი ხდება რატომ ვიქცევით სწორად, როდესაც საკვებთან ერთად მივირთმევთ ყავას და ჩაის. შავი ყავის მიღებით ჩვენ ვაძევებთ ასტრალური სხეულიდან იმას, რაც ვნებს ორგანიზმს იმის გამო, რომ ასტრალურ სხეულში იჭრება ეთერული. შავი ყავის მიღება ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველ ჯერზე ორგანიზმს ვაწვდით რაღაცას, რაც ხდის მას არაჯანსაღს (მცენარეები ყოველთვის შეიცავენ შხამებს მცირედი დოზით) ყავით კი ჩვენ ვაძევებთ ჩვენგან იმას, რასაც შეიცავს საკვები როგორც შხამს და რასაც შეუძლია ღრმად შეიჭრას სხეულში. ჩაისთან მიმართებით ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილნი მისი საკვებთან მიღებისას, რადგან ის მოქმედებს ყავაზე უფრო ძლიერად და მოიცავს ასტრალურ სხეულს. როდესაც ჩაის სვამენ ჭამისას, ის ერთვება მონელების პროცესში და მხარს უჭერს მას, რითაც ანთავისუფლებს ასტრალურ სხეულს, რომელიც საჭმლის მომნელებელია. ხოლო, როდესაც ჩაის სვამენ ჭამის შემდეგ, ის პირდაპირ ზემოქმედებს ასტრალურ სხეულზე, ხდის მას მშფოთვარეს და ძალიან ძლიერს. როგორც ხედავთ, კაცობრიობამ მიაგნო კარგ ინსტინქტს და ადამიანებმა არა ამაოდ ისწავლეს ყავის სმა, რადგან ის ათავისუფლებს ასტრალურ სხეულს იმისგან, რასაც სურს მისი დაზიანება. ადამიანის სხეულს მუდმივად გააჩნია მცირე ოდენობით შხამების გამომუშავების ტენდენცია. ამიტომ ადამიანს სჭირდება ისეთი სუსტი ანტიშხამების მიღება, როგორიც არის ყავა, ჩაი. თქვენ ასევე იცით, რომ არიან ადამიანები, რომელთაც უყვართ საჭმლის მონელების აღგზნება არა მხოლოდ ყავით, არამედ ასევე ჭიქა კონიაკით. კონიაკთან კი საქმე ამგვარადაა, რომ ის შეიცავს რაღაცას, რაც მოქმედებს როგორც მცენარეული შხამი და სრულებით თიშავს ასტრალურ სხეულს. კონიაკი ყველაზე აქტიურია ამ მხრივ, ყველაზე ძლიერი. ადამიანი განსაკუთრებულ სიამოვნებას განიცდის ამ დროს, რადგან მისი ცნობიერება ითიშება და ის თითქმის მთლიანად იქცევა მცენარედ. კონიაკის მიღებისას ეთერული სხეული ხდება ძალზე ძლიერი. საერთოდ, ყოველგვარი მაგარი სასმელის მიღებისას ეთერული სხეული ხდება ძალზე აქტიური. ადამიანი ამ დროს იღებს დიდ სიამოვნებას, რადგან ცნობიერება ითიშება და ის გადადის მცენარეულ არსებობაში. ამავე დროს ის განიცდის სიამოვნებას ისევე, როგორც ძილში, იმ განსხვავებით, რომ ძილისას არ არის ცნობიერი, არ არის ამ სიამოვნების განმცდელი. კონიაკის მიღებისას კი ადამიანს აქვს სიამოვნების განცდა. თუმცა კი ადამიანთა სიფხიზლის ხარისხი დაბალია, მეორე მხრივ მისი ორგანიზმის, ქვედა ნაწილს სძინავს და ამიტომაც ორგანიზმის ქვედა ნაწილის ძილისას და თავის სიფხიზლისას ადამიანი განიცდის უდიდეს სიამოვნებას. ამგვარად, მაგარი სასმელების მიღება იწვევს ცხოველურ-მცენარეულ ბედნიერებას. და, შხამის მესამე სახეობა კი არის ცხოველური შხამები. მაგალითად გველის შხამი, მწერების შხამები და შხამი, რომელიც გვხვდება ძაღლის ცოფის შემთხვევაში. ეს შხამები მოქმედებენ სისხლში. ყველაზე კარგად მათზე დაკვირვება შეიძლება გველის შხამის მაგალითზე. როდესაც გველი დაკბენს ვინმეს, მაშინ შხამი შედის სისხლში და ის მოქმედებს საშინლად საზიანოდ. მაგრამ თუ თქვენ სანელებელივით თქვენს საუზმეში გაურევთ გველის შხამს (ეს რა თქმა უნდა უაზრობაა, რადგან გველის შხამს არ გააჩნია არავითარი გემო. მე ამას ვამბობ მხოლოდ იმისთვის, რომ თუ გართობის გამო მოიქცევით ასე), თქვენი კუჭი მშვენივრად გადაიტანს გველის შხამს. კუჭში მოხვედრილი გველის შხამი უვნებელია სრულებით. ამგვარადვე მოქმედებენ სხვა ცხოველური შხამებიც. მაგალითად მწერის შხამი, მაგრამ ცოფის შხამისგან განსხვავებით, მწერის შხამი ჯერ აღწევს ნერყვში და შემდეგ ნერწყვიდან - სისხლში. ამიტომ ზოგიერთ შემთხვევაში ის თუ მოხვდა კუჭში, მაინც აღწევს სისხლში. ამდენად რიგ შემთხვევებში, თუ მწერის შხამი მოხვდება კუჭში, მასაც შეუძლია გამოიწვიოს მავნე შედეგები, მაგრამ არა ისეთი მავნე, როგორიც ეს ხდება ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენის შემთხვევაში. ცოფის შხამიც შეიძლება მოხვდეს ნერწყვში და იქედან კი - სისხლში. ამდენად, საერთო სურათისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხოველური შხამები არსებითად თავიანთ მოქმედებას იწყებენ სისხლში და ისინი სრულებით არ მოქმედებენ საჭმლის მონელების პროცესში. საჭმლის მონელება იწყება იმით, რომ მთელი მიღებული შემადგენლობა თავიდან კუჭში ხვდება. იქ ყველაფერი ეს იმადვე რჩება, რაც გარეთ იყო მიღებამდე - ფიზიკურ ნივთიერებად. მცენარეული შხამებით მოწამვლისას, რაც მხოლოდ ფიზიკურს აღარ წარმოადგენენ, ეთერული სხეულიდან წარმოქმნილი ზემოქმედება შედის ღრმად შინაგანში. მაგრამ ყველა საკვები პროდუქტები გადადიან სისხლში. გველის შხამი ნორმალურად მონელებადია. როდესაც ის აღწევს სისხლში საჭმლის მონელების შედეგად, არაფერი არ ხდება. რატომ? აი რატომ, როდესაც პროდუქტები არიან კუჭში, იქ კვლავ მოქმედებს ფიზიკური სხეული. შემდეგ, როდესაც პროდუქტები გადადიან ნაწლავში და სანამ გადავლენ სისხლში - მოქმედებს ასტრალური სხეული. სისხლში კი მოქმედებს - მე. ამგვარად, როდესაც თქვენ გველის შხამის შეჭრა სისხლში, ამით ხდება ასტრალური სხეულის შეჭრა მე-ში. (აქ ლექციის ჩამწერს ან გამომცემელს მგონი რაღაცა გამორჩა, როგორც არაერთ სხვა მომენტებში შევამჩნიე. მ.ხ.). მინერალური შხამები მოქმედებენ იმგვარად, რომ ფიზიკური სხეული იჭრება ეთერულში. მცენარეული შხამები მოქმედებენ იმგვარად, რომ ეთერული სხეული იჭრება ასტრალურში. ცხოველური შხამების მოქმედებისას კი ასტრალური სხეული იჭრება მე -ში. ამიტომ ცხოველური შხამებით მოწამვლისას მხოლოდ მათი სისხლიდან გამოძევებით შეიძლება დახმარება და არანაირი სხვა საშუალებით, რადგან - მე ადამიანის უმაღლესი წევრია. აქ უკვე შეუძლებელია, რომ მოწამლულს რაიმე სხვა საშუალებით მივეხმაროთ სისხლიდან შხამის გამოძევებაში. საჭიროა სისხლში არსებული შხამის უშუალოდ გამოდევნა. ამგვარად, თუ ვინმეს სისხლში ძაღლის ცოფის შხამი მოხვდა, უნდა მივმართოთ რომელიმე ცხოველს და შევუყვანოთ ეს შხამი. თუ ცხოველი მოკვდა, ე.ი. ის მოკლა ამ შხამმა, თუ არ მოკვდა, ეს ნიშნავს, რომ მისმა სისხლმა გაიმარჯვა შხამზე. შემდეგ კი საჭიროა ამ ცხოველის სისხლიდან შრატის აღება ცოფით დაავადებულის ვაქცინაცია. მაშინ ავადმყოფი მიიღებს სისხლს, რომელიც დაამარცხებს შხამს და ამგვარად შესაძლებელი გახდება ავადმყოფის საბოლოოდ გამოჯანმრთელება. ამგვარად, ამ შხამის გამოდევნა შესაძლებელია მხოლოდ მისივე საკუთარი ანტიშხამისაგან, რაც თვით სისხლში წარმოიქმნება. საერთოდ ძალზე ინფორმატიულია, რა ხდება ცხოველურ შხამებთან დაკავშირებით, რადგან მეგობრებო, ადამიანი თავადვე მუდმივად გამოიმუშავებს ცხოველურ შხამებს. საერთოდ, ყველა ნივთიერებას, რაზედაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ადამიანი თვითონვე გამოყოფს. იმის შედეგი კი, რომ ცხოველებიც თავიანთ ორგანიზმში თავადვე გამოყოფენ მსგავს შხამებს, არის ის, რომ ცხოველებს გააჩნიათ თავიანთი უნარები. მათ რომ არ შესძლებოდათ ცხოველური შხამების გამომუშავების უნარები, ისინი იქნებოდნენ (ტლუ? მ.ხ) არსებები. ადამიანი გამოიმუშავებს შხამებს, რაც ძალზე მსგავსია ცხოველური შხამების - განსაკუთრებით იმ ორგანოებში, რაც საპირისპიროა ადამიანის თავის ორგანოსთან მიმართებით, მაგრამ ადამიანი ამ შხამებს გამოიმუშავებს მცირე ოდენობით - იმდენს, რაცსაკმარისია სხეულისთვის. თუ ეს გამომუშავება დიდი იქნება, ეს მეტიმეტი იქნება და მავნებელი. ამგვარი რამ ხდება მაგალითად დიფტერიის შემთხვევაში. დიფტერია ჩნდება სწორედ იმიტომ, რომ ადამიანი ქმნის ცხოველურ შხამებს თავის თავში (ალბათ გულისხმობს ზედმეტ გამომუშავებას. მ.ხ.). ამიტომ დიფტერიაც შეიძლება დაიძლიოს ზემოთ ნახსენები ქმედებით: თუ შევიყვანთ მას ცხოველში, რომელიც შეძლებს მის გადატანას და შემდეგ ამ შრატს ვაქცინაციით შევიყვანთ დაავადებულ ადამიანში, მაშინ მისი სისხლი შეძლებს დაამარცხოს დიფტერიის შხამი. ამგვარად თქვენ ხედავთ, რომ ბუნებაში უნდა იყოს არა მხოლოდ ის, რაც სასარგებლოა გასაგები აზრით, - არამედ ისიც, რაც მავნებელია. მასაც გააჩნია თავისი დანიშნულება. მინერალური შხამები არის შხამები, რომელთა მიმართაც განსაკუთრებული მიმართება გააჩნია ეთერულ სხეულს. მცენარეულ შხამებთან მიმართებით კი მუდმივი მიმართება გააჩნია ასტრალურ სხეულს. ცხოველურ შხამებთან კი მუდმივ მიმართებაში არის ადამიანის - მე. ასე რომ შეიძლება ითქვას: რაღაცა, მოწამვლასთან დაკავშირებით მუდმივ ქმედებაშია ფხიზელ (ასევე მძინარე) ადამიანთან, მაგრამ ეს შხამი მუდმივ თანხლებაშია ანტიშხამთან. საჭიროა ნათლად გავიგოთ: ბუნებაში აუცილებლად უნდა არსებობდეს შხამი და არა შხამი, რათა ბუნების მეურნეობას შეეძლოს სწორი სახით არსებობა. ახლა თქვენ გაიგებთ იმასაც, თუ რატომ ვამბობდი, რომ ჭიანჭველამჟავა აუცილებლად უნდა არსებობდეს. ჭიანჭველამჟავა აუცილებლად გამოიყოფა ჭიანჭველებისგან გარეთ დიდ ბუნებაში. ამის წყალობით არსებითად ის ყოველთვის ყველგან არის. ადამიანი თვითონვე გამოიმუშავებს ჭიანჭველამჟავას თავის თავში. მაგრამ ბუნებისთვის აუცილებლობაა ჭიანჭველები ჭიანჭველამჟავას წარმოსაქმნელად და რომ არ გამომუშავდებოდეს ჭიანჭველამჟავა, მაშინ ჩვენი დედამიწა არასდროს იქნებოდა სამყაროში და წავიდოდა კვდომისაკენ. ავიღოთ ადამიანის გვამი. მასში არის ე.წ. გვამის შხამი - ისევ და ისევ შხამი. მაგრამ ამავე გვამს ადამიანი ატარებს ყოველთვის. შხამი არის მუდმივად. თუ არის გვამი, ის გამოყოფს გვამის შხამს. ცოცხალი ადამიანის სხეული ასევე წარმოშობს გვამის შხამს, მაგრამ ამასთანავე არის ეთერული სხეული, ასტრალური სხეული, და - მე. ისინი მუდმივად დაკავებულნი არიან ამით, წარმოქმნილი შხამით. - ჭამენ, ანადგურებენ მას. ისინი ცოცხლობენ შხამებით. თუ ჩვენს გვამში არ იქნება შხამები, ჩვენ ვერ ვერ ვიქნებოდით ცოცხალი ადამიანები. მაგრამ ეს ცხადს ხდის, რომ როდესაც ადამიანი კვდება, რაღაცა უნდა გავიდეს მისგან და გადის მისი ზეგრძნობადი არსი. ამ შემთხვევაში, რადგანაც გავიდა ზეგრძნობადი, შხამი მეტად აღარ ნადგურდება და აღარ იშლება.ის რჩება გვამში. ადამიანები რომ სწორად იაზრებდნენ რატომ წარმოიქმნება ფიზიკურ სხეულში გვამის შხამი, ისინი იტყოდნენ: „კარგი, ფიზიკური სხეული მუდმივად გამოიმუშავებს გვამის შხამს და არ არის არავითარი საფუძველი, რომ ის არ გამოიმუშავებდეს, ის ხომ რჩება იმავე ფიზიკურ სხეულად, ცოხალია ადამიანი თუ მოკვდა იგი. მაგრამ ადამიანი - ზეგრძნობადი ადამიანი, რომელსაც სჭირდება გვამის შხამი თავისი სიცოცხლისათვის, - წავიდა; შემდეგ გვამის შხამი აგრძელებს ყოფნას.“ და ასე: ეს მოწმობს იმას, რომ ზეგრძნობადი ადამიანი ჩაძირულია გრძნობადში, ფიზიკურში. მაგრამ დღევანდელი მეცნიერება ვერ მოდის აქამდე, რადგან დღევანდელი მეცნიერება არ აზროვნებს. ასეთია ზოგადი დოქტრინა, რომელიც შხამების ზემოქმედების განხილვიდან გამომდინარეობს. სხვათა შორის ყოველივე აქედან, თქვენ შეგიძლიათ გამოიტანოთ: თუ სურთ შეისწავლონ ადამიანი მედიცინის ნათელზე, თუ უნდათ იცოდნენ რამე რომელიმე სამკურნალო საშუალებაზე, მაშინ აუცილებელია იმის ცოდნა, რომ ჰკითხო საკუთარ თავს: “დიახ, მაგრამ როგორ მოქმედებს ეს სამკურნალო საშუალება?“ ზოგჯერ გარკვეულ ვითარებებში, როდესაც შესამჩნევია, რომ ასტრალურ სხეულს არ შეუძლია ჯეროვნად მოქმედება, ვერ იმორჩილებს და ბატონობს ფიზიკურ და ეთერულ სხეულებზე, საჭიროა რაღაც დოზით დარიშხანის შეყვანა, რამდენადაც ის უერთდება რა ასტრალურ სხეულს და აძლიერებს მას. და ასეთივე ვითარებასთან გვაქვს საქმე, როდესაც ამჩნევენ, რომ - მე ვერ მოქმედებს ისე, როგორც საჭიროა. ეს ვლინდება იმით, რომ ადამიანს უნვითარდება ნიკრისის ქარი (პოდაგრა) ან რევმატიზმი. -მე სუსტდება იმ დონეზე, რომ ვერ ხსნის და ვერ ამუშავებს საკვებ ნივთიერებებს. მაშინ ისინი აღწევენ სისხლში და ხდებიან უცხო სხეულები. როდესაც ნიკრისის ქარის (პოდაგრის) ან რევმატიზმის დროს ამჩნევენ, რომ ხდება სხეულის გაუცხოება, მაშინ საჭიროა გაძლიერდეს - მე. ეს შესაძლოა მოხდეს მწერების შხამით. თუ მოვახერხებთ, რომ ფუტკარს ავადმყოფი დავანესტრინოთ, მაშინ ეს შესაძლოა მოხდეს ბუნებრივი გზით და ადამიანი შეიძლება განიკურნოს. ცოდნა სამკურნალო საშუალებებზე მდგომარეობს პასუხში: „ როგორ მოქმედებს ბუნება მე-ზე? როგორ მოქმედებს ბუნება ასტრალურ სხეულზე? როგორ მოქმედებს ბუნება ეთერულ სხეულზე?“ საჭიროა ცოდნა სწორედ ზეგრძნობადი ბუნების შესახებ, - თუკი სურთ მიიღონ ცოდნა სამკურნალოსაშუალებებზე. ამგვარად, თქვენ ხედავთ: ნამდვილი მეცნიერება რომელიმე სფეროში იბადება მხოლოდ მაშინ, როდესაც ძალუძთ დაინახონ ზეგრძნობადი ადამიანი. ახლა კი თქვენ გაგიჩნდებათ ყოველგვარი კითხვები, ან უკვე გაგიჩნდათ. მათზე ჩვენ შემდეგში დაავიწყებთ მსჯელობას. 1) მინერალური შხამები მოქმედებენ იმგვარად, რომ ფიზიკური სხეული იჭრება ეთერულში. 2) მცენარეული შხამები მოქმედებენ ისე, რომ ეთერული სხეული იჭრება ასტრალურში 3)ცხოველური შხამები მოქმედებენ იმგვარად, რომ ასტრალური სხეული იჭრება მე-ში.
This post has been edited by dylan on 1 Jun 2024, 19:30
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|