მაგის წინა თაობა მყავს
ძალიან დადებით შეფასებას ვაძლევ, 70კ გავატარეთ საქართველოში და ერთი სერიოზული პრობლემა არ შექმნია, რუტინული ზეთი/ფილტრები/სამუხრუჭე სისტემის შეცვლის მეტი თითის დაკარგება არ დასჭირდა. აქვს საკმაოდ რბილი სვლა, მაგრამ ძრავს (2.4) მომენტებში უჭირს წონასთან გამკლავება, რაც წვას უმატებს.
მაგ მოდელში არ ვიცი და ზოგადად მაგ წლების მიცუბიშის ძრავებს ზეთის ჭამა ახასიათებთ, ასევე სუსტი ვარიატორი გადაცემათა კოლოფები ( კოლოფში ზეთის შეცვლა არ უნდა დაუგვიანო)
უგზოობაზე დადის ძალიან კარგად, ჩათვალე არსად დაგტოვებს. ფორესტერს ბევრი არაფრით ჩამოუვარდება. აქვს ძალიან ტევადი სალონი, 7 კაცი თავის ბარგიანად წაყვანილ-წამოყვანილი მყავს