ქართულ ოცნებას რომ ეგონა პრო-რუსები გაიმარჯვებდნენ არჩევნებში და ID მოვიდოდა ხელისუფლებაში ჩაუფლავდათ. გლობალური ომის პარტიას რომ ეძახდნენ ევროპის სახალხო პარტიას კვლავ გაიმარჯვა არჩევნებში.
პირველადი მონაცემები ასეთია

ვაკოპირებ ფეისბუქიდან:
Giorgi Koberidze
ევროკავშირის არჩევნების პირველადი შედეგებით ევროპის სახალხო პარტია (EPP) კვლავ ლიდერ ძალად რჩება ევროპარლამენტში და მთავრობასაც ის დააკომპლექტებს. კოალიციურ პარტნიორად მელონის ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR) განიხილებიან. იქნებიან სხვებიც.
გერმანიაში რუსეთთან ასოცირებულმა პარტიამ ალტერნატივამ გერმანიისათვის AfD 16 მანდატი მიიღო 96 გერმანული მანდატიდან. მათ წინა შედეგი 5%-ით გააუმჯობესეს და გერმანიის მეორე პარტიად იქცნენ. გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ პირველ ადგილზე გასვლა და მანდატების ზრდა მოახერხა. სოციალ-დემოკრატები, ანუ კანცლერი ოლაფ შოლცის ძალა, მესამე ადგილზე გავიდა. ყველა ეს შედეგი მოსალოდნელი იყო.
მოსალოდნელი მარცხი განიცადა მაკრონის რენესანსის პარტიამ. შედარებით რადიკალურმა ლე პენის პარტიამ მაკრონის პარტიაზე ორჯერ მეტი ხმა და 30 მანდატი მიიღო. ID-ს მთავარი დასაყრდენია ლე პენი. ამის გამო პრეზიდენტმა საფრანგეთის პარლამენტი დაშალა და რიგგარეშე არჩევნები გამოაცხადა.
ცხადია ეს პირველადი მონაცემებია და შესაძლოა შედეგები შეიცვალოს კიდეც. შეცვლილ და საბოლოო შედეგებს აუცილებლად ჩავამატებ. თუმცა რადიკალურად მონაცემები აღარ შეიცვლება. სურათი გამოჩნდა უკვე. ნათელია, რომ საერთო სურათში ევროპარლამენტის შიგნით დიდი ცვლილებები არ არის. მაგრამ ამ არჩევნების შემდეგ სავარაუდოა, რომ ევროკავშირი უფრო მკაცრი გახდება მიგრაციასთან მიმართებით.
წინა არჩევნებზე ასე იყო:
ევროპის სახალხო პარტია EPP - 187
სოციალ დემოკრატები SD - 147
ევროპული განახლება Renew - 98
მწვანეები Greens/EFA - 74
იდენტობა და დემოკრატია ID - 76
ევროპელი კონსერვატორები ECR - 62
თუკი ამ მონაცემებს დღევანდელ მონაცემებს შევადარებთ დავინახავთ რომ ევროპაში მემარცხენე და ცენტრისტული ძალები შედარებით სუსტდებიან, მემარჯვენე და მემარჯვენე-ცენტრისტული ძალები კი - ძლიერდებიან.
ევროპარლამენტში 2024 წლის არჩევნების შემდეგ 720 საპარლამენტო ადგილი იქნება გამოყოფილი, რომელსაც პარტიული კოალიციები და ინდივიდუალური დეპუტატები შეავსებენ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს შიგნით არსებული პოლიტიკური პარტიები ევროპარლამენტის შიგნით დიდ ევროპულ პარტიებში (კოალიციებში) არიან გაწევრიანებული. მაგალითად ესტონეთის რეფორმისტული პარტია და საფრანგეთის პარტია რენესანსი ორივე ევროპარლამენტის შიგნით ერთსა და იმავე დიდ ევროპულ პარტიაში არიან გაწევრიანებული, რომელსაც განახლებული ევროპა ეწოდება. ასეთი სულ 7 პარტიული ჯგუფი-კოალიციაა ევროპარლამენტში. წამყვანი სამი ჯგუფი ევროპის სახალხო პარტია (EPP), სოციალ-დემოკრატიული პარტია (S&D) და განახლებული ევროპაა (Renew). შესაბამისად, ევროპარლამენტის არჩევნები წევრი სახელმწიფოების შიგნით, ეროვნულ დონეზე ტარდება, მაგრამ ნებისმიერი პარტიის შედეგი პირდაპირ აისახება ევროპარლამენტის შიგნით არსებულ 7 პარტიულ კოალიციაზე თუ რამდენი ადგილი ექნებათ მათ.
ევროკავშირის არაწევრ და ასოცირებულ სახელმწიფოებსაც აქვთ დამკვირვებელი წევრობის უფლება არსებულ პარტიულ კოალიციებში. მაგალითად ქართული ოცნება სოციალ დემოკრატიულ ალიანსში იყო, მაგრამ თავიანთი არადემოკრატიული და პრო-რუსული პოლიტიკის გამო გარიცხვის საფრთხის წინაშე დადგა, რის გამო მათ მანამ დატოვეს კოალიცია, სანამ გარიცხავდნენ.
როგორც ქართული ოცნების მხარდამჭერების კომენტარებიდან და მოლოდინებიდან ჩანს, მათ სჯერათ რომ ამ არჩევნებში ისეთი პრო-რუსული ჯგუფი გაიმარჯვებს, როგორიც იდენტობა და დემოკრატიაა (ID). მასში ისეთი პარტიები შედიან, რომელთაც კავშირი რუსეთთან და ჩინეთთან აქვთ. აი მაგალითად გერმანიაში არსებული პარტია სახელად ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) იდენტობა და დემოკრატიის (ID) კოალიციის წევრი იყო. მისი პარტიის ლიდერებზე გამოძიება მიმდინარეობს რუსეთისათვის და ჩინეთისათვის სასარგებლო აგენტურული საქმიანობისათვის. რამდენიმე დღის წინ მათი პარტიის ლიდერმა ისიც განაცხადა, რომ ნაცისტური SS-ის წევრები ყველა დამნაშავე სულაც არ ყოფილაო. ამას გარდა მათ საფრანგეთს ინდოეთისა და წყნარ ოკეანეში არსებული კუნძულების დათმობა მოსთხოვეს. ამის გამო აღნიშნული გერმანული პარტია საერთოდაც გარიცხეს ID-დანაც კი. მაგრამ ზოგადად წარმოდგენა რომ შეგვექმნას და მარტივად რომ ვთქვათ ID პრო-რუსულ ძალადაა მოაზრებული. სწორედ მათი იმედი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ პრო-რუსულ მთავრობას საქართველოში.
ქართული ოცნების მომხრეებში ხშირად გაჟღერდა განცხადება "ევროპაში კონსერვატორები მოვლენ და ამერიკაში ტრამპიო" (ბარემ ლირიკული გადახვევა: არადა ტრამპის მხარდამჭერი რესპუბლიკელები საქართველოს ხელისუფლების დასანქცირების მომხრეები არიან). მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ოცნებაში ID-სა და ორბანის ძალებს კონსერვატორებად იხსენიებენ, ისინი ნამდვილად არ წარმოადგენენ კონსერვატორებს ევროპარლამენტის შიგნით. მეტიც, ევროპარლამენტში არსებობს ასეთი კოალიცია სახელად ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR), რომელსაც ფაქტობრივად იტალიის პრემიერი ჯორჯა მელონი ხელმძღვანელობს. ეს უკანასკნელი კი ერთ-ერთი ყველაზე ანტი-რუსული განწყობებით გამოირჩევა და უკრაინის სწრაფი და აგრესიული შეიარაღების მხარდამჭერია, ისევე როგორც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის გაწევრიანებას უჭერს მხარს. ასე, რომ როდესაც ქართულ ოცნებაში კონსერვატორებს უწოდებენ ვინმეს, სინამდვილეში პრო-რუსებს გულისხმობენ და არა რეალურ კონსერვატორებს, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო რუსეთთან.
ახლა განვმარტოთ კიდევ ერთი რამ: გარდა 7 კოალიციისა არსებობენ არაასოცირებული პარტიები და დეპუტატებიც, რომლებიც არცერთ კოალიციას არ ეკუთვნიან, მაგრამ ევროპარლამენტის პარლამენტის წევრები არიან. ასეთია უნგრული ფიდეზი - ორბანის პარტია. ახლა მას ევროპარლამენტში მხოლოდ 12 ადგილი აქვს და ამ არჩევნებზე უნგრეთის მთელი კვოტაც რომ აითვისოს (რისი შანსიც არარსებულია) მხოლოდ 21 მანდატი ექნებათ. შესაბამისად, თუკი ქართულ ოცნებას ევროპარლამენტის 720 ადგილიდან ჰიპოთეტური 21 მანდატიანი ორბანის იმედი აქვს პოლიტიკურად სრულ უმწიფრობასთან გვქონია ადგილი. ამას ემატება ისიც, რომ ბოლო თვეებია ორბანიც გაურბის პრო-რუსულ იარლიყს, ხოლო მისი პარტია ფიდეზი პრო-რუსულობისაგან დისტანცირებას ცდილობს.
ამ მოლოდინიდან გამომდინარე ევროპარლამენტში კიდევ უფრო დასუსტდება პრო-რუსების პოზიციები და გავლენები, რაც გარკვეულწილად მღელვარე პოლიტიკურ გარემოს სრულიად დაამშვიდებს ევროკავშირის შიგნით. მეტიც, ახლა სერიოზული გამოძიებებია დაწყებული რუსეთის მიერ წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის. ამ თემაზე ინფორმაცია და ანგარიში მალე გასაჯაროვდება და პრო-რუსების პოზიციები კიდევ უფრო დაიწევს ან სულაც სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემიან ისინი. ასე რომ საქართველოს ხელისუფლებას თუკი მართლა აქვს იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირში პრო-რუსები მოვლენ და ჩვენ ხელს დაგვაფარებენო, ღიმილისმომგვრელად გამოიყურება მათი ეს განწყობები.
დასტაბილურებული ევროპა კი ნამდვილად არ უკუაგდებს ევროპულ განწყობებს საქართველოში.
https://www.facebook.com/giorgi.kob/posts/p...4D8aVENAiNQCShl This post has been edited by Foreign-Affairs on 10 Jun 2024, 01:20