მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეების ინფორმაციით, გვიან ღამით, მშენებლობის მოწინააღმდეგეებს კარავში დაესხნენ თავს, დაჭრილია ორი მამაკაცი.
დაჭრილი მამაკაცები ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში არიან გადაყვანილი. გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილობრივების ინფორმაციით, კარავში მყოფი პირები ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის ინვესტორთან დაახლოებულმა პირმა დაჭრა. გავრცელებული ცნობით, სავარაუდო დამნაშავეები პოლიციამ უკე დააკავა.
მარტვილის მუნიციპალიტეტში ბალდის კანიონის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ერთი წელია რაც კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს.
https://newposts.info/?p=361&fbclid=IwZXh0b...5Iq1YhmVoYNyAz5შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავა, რომლებიც გუშინ, 12 ივნისს ბალდის კანიონში მშენებლობის მოწინააღმდეგეების კარავს თავს დაესხნენ და 2 აქტივისტი დაჭრეს.
"სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძმები - 1979 წელს დაბადებული გ.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1983 წელს დაბადებული გ.ხ. მუქარის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელი 1991 წელს დაბადებული მ.ბ. დაჭრა, შემთხვევის დროს დაზიანება მიიღო 1992 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მაც.
ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები, ცივი იარაღისა და სანადირო თოფის დემონსტრირებით ადგილობრივებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ". - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ბრალდებული ძმები სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და მუქარას გულისხმობს.
მოძრაობა "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" სოციალურ ქსელში წერს, რომ დაჭრილია მოძრაობის ორი წევრი. მათგან ერთი - 7 მძიმე ჭრილობით - ყელის, თავის, გულმკერდისა და ზურგის არეში - ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
https://tabula.ge/ge/news/719242-baldis-kan...inaaghmdegeebzeამ ###ებმა ვერ შეიგნეს რომ კანიონები და სახელმწიფო ნაკრძალებში და მღვიმეებში მშენებლობა არ შეიძლება ტურისტი კანიონის და მღვიმეების სანახავად მოდის ბუნებრივი სილამაზის სანახავად და არა ბეტონის ჯუნგლების
ბეტონი ქალაქში მრავლადაა
მღვიმე და კანიონი უნდა იყოს ხელუხლებელი ბუნებასთან მიახლოვებული
არავითარი სასტუმროები და კაფე ბარები კანიონში
ამათი ღორი დედა###### ეგენი არის დასაწვავი ყველანი