არსებული ინფორმაციით, თბილისში კურიერს 8 პირი იარაღით თავს დაესხა - "4 გოგო და 4 ბიჭი ჩამოსულა, უცემიათ და ტყვიაც დაახალეს"
თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, "გლოვოს" კურიერს ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხნენ. ინფორმაციას "შაბათის ფორმულა" ავრცელებს. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.
მათი ინფორმაციით, კურიერს ფიზიკურად 4 კაცი და 4 ქალი გაუსწორდა, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ფეხზე აქვს მიყენებული. ახალგაზრდა ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც "ფორმულას" დაზარალებულის დედა უყვება, შეკვეთის დატოვების შემდეგ მის შვილს დაურეკეს და უთხრეს, რომ პროდუქტს ინგრედიენტები აკლდა და სატელეფონო ზარით მიაყენეს შეურაცხყოფა. ამის შემდეგ შეხვდნენ და უკვე ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ.
"დამირეკა დედა დაჭრილი ვარო. რას ვხედავ - 3 ტყვია აქვს მოხვედრილი. 4 გოგო და 4 ბიჭი ჩამოსულან, უცემიათ და ტყვიაც დაახალეს" - ამბობს კურიერის დედა.
https://www.ambebi.ge/article/312389-tbilis...MdN8xz6rTwLJVKA"დაფშხვნილია ტერფის ძვლები... სამი ტყვია აქვს მოხვედრილი", - ამის შესახებ თბილისში დაჭრილი გლოვოს კურიერის ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში წერს. სალომე გოგოხია ხეჩინაშვილის კლინიკასაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, თემო სიგუას საავადმყოფოდან წერენ რადგან მათ შესაბამისი მიმართულების სპეციალისტი არ ჰყავთ:
ახლა ვიმყოფები ხეჩინაშვილის კლინიკაში, სადაც წევს ჩემი მამიდაშვილი, დაჭრილი წევს. ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს კურიერია და მიიტანა შეკვეთა და ვიღაც ნაბიჭვარმა მთვრალმა კაცებმა და კაიფში მყოფებმა სცემეს და მერე დაახალეს ჯერი. დაფშხვნილია ძვლები, ფეხის თითების, ტერფები, საჭიროებს გადაყვანას სხვა კლინიკაში რადგან ხეჩინაშვილში არ ჰყავთ შესაბამისი მიმართულების სპეციალისტი! გვეუბნებიან სამი ტყვია მოხვედრილი წავიყვანოთ სახლში, თავიდან იცილებენ, და თქვენ მიიყვანეთ მერეო რომელიმე კლინიკაშიო!!!
ამ ბიჭს რომელიც ინახავს თავის მცირეწლოვან შვილს თავისი პატიოსანი შრომით, ხეჩინაშვილი კლინიკა იშორებს თავიდან, ირიდებს პასუხისმგებლობას! არ უზრუნველყოფს მისი რეფერალის წესით გადაყვანას შესაბამის კლინიკაში რომელიც ჩართულია საყოველთაო პროგრამაში!!!
რამე რომ დაემართოს თემო სიგუას სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა თქვენ აგებთ პასუხს! ყოველდღე გავაკეთებ თქვენზე პირადად რეპორტაჟებს! არ მოგასვენებთ. კრიმინალი მიშვებულოა აქამდე არ დაუჭერიათ დამჭრელები!!!! და ამასობაში დაჭრილ ადამიანს ასე იცილებენ თავიდან!! ამ ბიჭს რომელიც გლოვოს კურიერია აქვს საზოგადოების მხარდაჭერა და სოლიდარობა!! გიჩივლებთ ყველგან! ნება იბოძეთ და შეასრილეთ ჰიპოკრატეს ფიცი რაც დადეთ!!! ისეთი გაცოფებული ვარ ვერავის ვნიშნავ ვუსაც ეხება @ჯანდაცვის სამინისტრო, - წერს სალომე გოგოხია.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში კურიერს ცეცხლსასროლი იარაღით თავს 8 ადამიანი დაესხა.
https://mtavari.tv/news/160518-dapshkhvnili...sami-tqvia-akvs