#61425280 · 25 Jul 2024, 17:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
leusbidz2 პირველი რიგის მემკვიდრე თუ არის ის, ვინც მიიღო ქონება, მაშინ 2-წლიანი ვადა აითვლება მამკვიდრებლის საკუთრებიანად. "აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადის მიზნებისთვის გაითვალისწინება ფიზიკური პირის მიერ და იმ მამკვიდრებლის/მჩუქებლის საკუთრებაში ფლობის ვადა ჯამურად, რომლის I რიგის მემკვიდრეც არის ეს ფიზიკური პირი;"
და ეს 2-წლიანით გათავისუფლება რომც არ გამოვიდეს, მგონია რომ მაინც არ დაიბეგრება, რადგან: 1. თუ ვთქვათ 10 ლარად მიყიდა, დასაბეგრი ნამეტი არ გამოვა საერთოდ, რადგან ეს ნამეტი იანგარიშება როგორც გაყიდვის ფასს გამოკლებული შესყიდვის ფასი, ხოლო უსასყიდლოდ მიღების შემთხვევაში, საბაზრო ფასი. 2. თუ საგადასახადომ შინაარსით დაუკვალიფიცირა როგორც ჩუქება, პირველ და მეორე რიგის მემკვიდრეებს შორის ჩუქება კი გათავისუფლებულია და ასევე, ეკ. ოპერაციად არ ითვლება და საბაზრო ფასის მიყენების უფლება აღარ ექნება საგადასახადოს.
მოკლედ, მგონია რომ გათავისუფლდება ასეც და ისეც საშემოსავლოსგან
This post has been edited by Top-Gun on 25 Jul 2024, 17:20
--------------------
+
|