#61378509 · 2 Jul 2024, 14:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აქსიომაა რომ მამარდა.
წინ მოთამაშეებიდან ჟორჟი. სამი გოლი + ასისტი დადო.
მერე ხვიჩა და ლოჩო.
მერე ქოჩორა და რაც ითამაშა, იმ სათამაშო დროის კიტე.
მერე დანარჩენები. * * *
საფეხბურთო სამყაროსთვის მთავარი აღმოჩენაც მამარდა იყო. ეგ ჩვენ ვუყურებთ ყურადღებით და ვიცით კარგი თამაშები რო აქვს და ისე არ უყურებს ხალხი ლა ლიგის მეათეადგილოსნის მეკარის სტატისტიკებს. მამარდა იყო აღმოჩენდა და ფასიც კარგად გაეზარდა.
ჟორჟი აღმოჩენაო, მაგას ვერ ვიტყვით ალბათ. სამი გოლიდან ორი პენალტი გაიტანა, რაც პრინციპში ბევრს არ მეტყველებს ფეხბურთელზე. და ისე, ბოლო 10 თამაშში 10 გოლი ქონდა ლიგა 1-ში და ამ ევროპამდეც გადაწყვეტილი იყო სად მიდიოდა.
* * * ქოჩორა ჩვენთვის უფროა აღმოჩენა, ვიდრე საფეხბურთო სამყაროსთვის. და ჩვენ გაგვისწორდა მასეთი საიმედო ტიპი რო გაგვეჩითა საჭირო ადგილას. თორემ რამე განსაკუთრებული ქოჩორასაც არ ქონია და არც კონკრეტულად მაგაზე წერდა უცხოური პრესა. თუმცა დიდი ალბათობით კარგი გამოსვლა შეუწყობს ხელს და საშუალო ან საშუალოზე მაღალი დონის გუნდში გადავა, ტოპ 5 ჩემპიონატებში მეათეზე მაღალ ადგილს რო იკავებს.
ლოჩოსაც სერია A-ში თუ ამოწევენ, არ იქნებოდა ცუდი.
წიტაიშვილიც გადადის მგონი ევროპულ კლუბში, იმედია ნორმალური ჩემპიონატი იქნება, არაა ცუდი ბიჭი.
ზურიკოც ლიგა 1-ში თუ ითამაშებს, კაი იქნება.
***
ხო, ჩაკვე გამომრჩა. ჩაკვეც კაი იქნებოდა ტოპ 5-ში.
This post has been edited by C₁₁H₁₅NO₂ on 2 Jul 2024, 14:38
|