#61358570 · 23 Jun 2024, 18:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერს გვჭირდება ვიცოდეთ, ვის (არ) მივცეთ ხმა.
პოზიცია თუ ოპოზიცია იყენებს შიშის ჩანერგვის პრაქტიკას, რომ ოპონენტი ეგზისტენციალურად საშიშ გუნდში გააერთიანოს. თუ პოლიტიკოსი ვიღაც შავს ხელს ჩამოართმევს დროის ნებისმიერ მომენტში, თვითონაც სამუდამოდ გაშავდება.
მინდა გუნდურ პასუხისმგებლობას გადავახტეთ და ინდივიდუალურად შევაფასოთ პოლიტიკოსები კონკრეტულ კრიტერიუმებში. ჩემი ფაქტების ცოდნა მწირია. აქ მინახავს გრძელი განხილვა მტრის წინააღმდეგ დანა-ჩანგლებით დახვედრაზე და იმედი მაქვს, პოლიტ სუბიექტებზეც მსგავსი ენთუზიაზმით დამეხმარებით.
კრიტერიუმები ასეთია:
- სახელმწიფოებრიობა - საქვეყნო საქმეები, ეროვნული და ანტიეროვნული ქმედებები და განცხადებები - ძალადობა - ცემა, ცემის შეკვეთა, ხელის დაფარება, ძალადობის მოწოდება და გამართლება - პოპულიზმი - მხარდამჭერების მოზიდვა თემის პოპულარობის და არა რეალური საჭიროების გამო - კორუფცია - თანამდებობაზე ყოფნისას თანხის/აქტივების სანაცვლოდ გადაწყვეტილებების მიღება, დახმარება - ტყუილი - აშკარა ტყუილი. იცის რომ ტყუილს ამბობს - აღსრულება - რამდენად საქმის გამკეთებელია, ორგანიზატორია - კომპეტენცია - განათლება, თავისი მიმართულების ცოდნა - სიძულვილის თესვა - ეწევა მოპირისპირე მხარის დემონიზაციას - იძულება - მოუწოდებს ან ახორციელებს იმას, რაც უმრავლესობას არ უნდა. გადასახადების გაზრდა, შეზღუდვების შემოღება, ა.შ. - თანმიმდევრულობა - არ იცვლის აზრს და ქცევებს პოლიტიკური საჭიროებებიდან გამომდინარე. არ აკეთებს ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს
თითოეულ საკითხში მაინტერესებს ალეკო ელისაშვილის შეფასება -10-დან 10-მდე. -10 უაღრესად ცუდია, 10 - უაღრესად კარგია. თუ დაწერთ, ფაქტებიც მოაყოლეთ შეძლებისდაგვარად. ეს ფაქტი მას უნდა ჰქონდეს ჩადენილი, ან მისი პასუხისმგელობის ქვეშ უნდა იყოს.
საბოლოოდ, შეფასების ცხრილს ვადგენ, რომ საზოგადოებაში გავავრცელო.
This post has been edited by Cpp on 23 Jun 2024, 18:52
|