წამოვა თუ არა ბიძინას მინისტრთა კაბინეტის წევრებზე სადამსჯელო ზომები გაირკვევა ამ შეხვედრაზე
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ
24.06.2024 / 10:00
https://www.interpressnews.ge/ka/article/80...txs-ganixilavenლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.
ევროკავშირის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე იმსჯელებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
პ.ს. მეეკითხებათო
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ღია ვართ იმ ზომების მიმართ, რომლებიც მიმართულია კონკრეტულად საქართველოს მთავრობის და არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ
24.06.2024 / 10:42
https://www.interpressnews.ge/ka/article/80...lxis-cinaagmdegგანსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, სადაც ვგმობთ მთავრობის გადაწყვეტილებას უკან დაიხიოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისგან, კანონის უზენაესობისგან, ღია საზოგადოებისა და დემოკრატიისგან, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განუცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება საქართველოს საკითხის პირველი საფუძვლიანი განხილვა საგარეო საქმეთა საბჭოს დონეზე.
„ჩვენი გზავნილი ხმამაღალი და მკაფიოა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს დემოკრატიის, დამოუკიდებლობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისკენ მიმავალ გზაზე, რასაც ისინი იმსახურებენ და რისთვის კარის გაღებასაც საკუთარ მთავრობას სთხოვენ“, - აღნიშნა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, იმ ფონზე, როცა საქართველოს მთავრობა საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ დგამს ნაბიჯებს, ევროკავშირი იმსჯელებს იმაზე, თუ რა ზომების მიღებაა შესაძლებელი.
„არსებობს ზომები, მაგალითად, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ქართველი ოფიციალური პირებისთვის ევროპაში მოგზაურობა უფრო გავართულოთ“, - აღნიშნა ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ეს ნიშნავდეს სანქციებს, ელინა ვალტონენმა უპასუხა, რომ „შეიძლება ნიშნავდეს სანქციებს ან ყველა სახის ზომას, რომლებიც შეგვიძლია მივიღოთ. ჩვენ ღია ვართ იმ ღონისძიებების მიმართ, რომლებიც მიმართულია კონკრეტულად საქართველოს მთავრობაზე და არა საქართველოს მოსახლეობაზე“.
This post has been edited by მაწო:+) on 24 Jun 2024, 11:08