არ ვიცი სად ან როგორ დამეწერა,უკვე სასოწარკვეთილი ვარ და ნებისმიერ რამეს ვებღაუჭები.
მოკლედ ორი უსაყვარლესი მაიმუნია იუთუბზე,რომლებზეც ვარ სიგიჟემდე შეყვარებული,აი არ ვიცი,დილა-შუადღე-საღამო ამ პატარა სიცოცხლით იწყებოდა და მთავრდებოდა ისე ვიყავი შეჩვეული.არ ვიცი როგორ ავღწერო,ჩვეულებრივი პატარა ბავშვია,იმხელა სითბო და სიყვარული ქონდა,ხოდა ვიეტნამში იყო აკრძალული თუ რაღაც ყოლა და წაიყვანეს,ცხოვრებაში,რომ გალიაში არ ყოფილა დაატყვევეს და 4 დღეა ცოცხალ-მკვდარი ვარ,მართლა ყველაფერს ვფიცავარ ასე ვარ და რა გზას დავადგე და როგორ ვუშველო არ ვიცი
მოკლედ რაშია საქმე,ის ორგანიზაცია,რომლებმაც წაიყვანეს ჩემი მიტი და კაკა არის ენვ ვიეტნამ,რაღაც არასამთავრობო და უკვე ათასობით კომენტარია და პეტიციები,მაგრამ არავინ აბრუნებს და არცკი წერენ რამე სიახლეს,მათ ვებ-გვერდზე ვნახე პარტნიორებში,რომ ერთ-ერთი იუესეიდი და როგორც ვიცი აქაც ყავთ წარმომადგენლობა.იქნებ ვინმე მუშაობთ ამ ორგანიზაციაში და მხოლოდ მეილი გააგზავნოთ ან რამე და ამბავი მაინც გავიგო ამ ორი უსიცოცხლესი არსების შესახებ? საერთოდ რას უპირებენ ან მომავალში რა მოხდება,მეტი მართლა არაფერი კინდა,უბრალოდ გავიგო რა ხდება.არ მადარდებს თუ ვინმე დამცინებს ან ვერ გაიგებს,ისე ვარ და ისეთი გრძნობები დამყვება,უბრალოდ არარეალურია.რაღაც გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს? იქნებ ოფიციალური მეილით მაინც უპასუხონ ვინმეს,მაგათი სოციალისტური ვიეტნამი და დედა ვატირე მე.მთელი დღეებია ჩამოკიდებული ვარ და მგონი ვიეტნამურიც კი ვიაწავლე,მაგრამ ყველაფერი უიმედოა.მოკლედ უცნაური იქმება ვინმესთვის,მაგრამ არ მადარდებს,აბსოლუტურად ყველა ხავს ვეჭიდები და ოდნავ მაინც შანსი იყოს რამის.დანარჩენი უბრალოდ ისტორიაა.
პ.ს ვიცი ამის ადგილი არც პოლიტიკაშია და არც არაფერი,მაგრამ სხვს ვერაფერი მოვიფიქრე და აქ ისეთი ხალხი იკრიბება,რომ შეიძლება ვინმეს მაინც ქონდეს ირიბად ან პირდაპირ ამ ორგანიზაციასთნა შემხებლობა ((((((( ბოდიში არასათანადო თემის გახსნისთვის
https://m.youtube.com/watch?v=sKt-q6_jR0o&t...gUES2FrYQ%3D%3D ეს კაკუნას ჩენელია და ეს იმ ორგანიზაციის ფბ
https://www.facebook.com/EducationforNature...mibextid=LQQJ4d ინგისური და ვიეტნამური
https://www.facebook.com/trungtamgiaoducthi...mibextid=LQQJ4d This post has been edited by 30fyllos on 1 Jul 2024, 21:46