#61375884 · 1 Jul 2024, 11:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შეიძლება, ბევრს არ მოსწონს სიმღერა 90-იანებიდან, არც მისი შემსრულებელი, მაგრამ მე მგონი, ცოტა მაგია არის მაგ სიმღერის სიტყვებში. შეიძლება იმიტომ, რომ თავიდან იავნანა იყო და იავნანა ალბათ ერთადერთი ჯადოქრობაა, რომლიც ამ სამყაროშიც ყველა ადამიანს შეუძლია.
და რადგან ეს დღეები ,,ყველანი ზღაპრში ვიყავით'' ხვალაც ჯადოქრებად უნდა დავრჩეთ.
ჩვენი მოვალეობაა, რომ პატარა ჯადოქრებს, ახლა რომ შეუყვარდათ ფეხბურთი, სტადიონის გზა ვასწავლოთ.
არ მინდა აქ იმაზე დავწერო ქართული კლუბების მეპატრონეები და ფედერაციის ჩინოვნიკები ვინ არიან, მაგრამ ესეც არ უნდა დავივიწყოთ და პატარა ჯადოქრებს უნდა უთხრათ პირველი წესი, რომ კლუბი მხოლოდ გულშემატკივრისაა. სხვები ეტენებიან და ცდილობენ ხალხის სიხარული გაყიდონ. კარგია თუ მოშორდებიან, მაგრამ ზოგჯერ ჯობია არ შეიმჩნიო და მხოლოდ ფეხბურთელები დაინახო.
და რომ არასოდეს არ უნდა შეურთდნენ კლუბის მეპატრონეების დაფინანსებულ და სუბკულტურულ( ნაცისტურ და ა.შ.) ყალბ ფანკლუბებს.
რომ ფეხბურთის გულშემატკივრობაა წახვიდე სტადიონზე თუნდაც მე-3 ლიგში, იმღერო, ტაში დაუკრა და გახდე თამაშის მონაწილე და ამას ვერ შეედრება ეკრანიდან უყურო ჩემპიონთა ლიგის მატჩს...
პატარა ჯადოქრებს უნდა ვასწავლოთ, რომ მხოლოდ შენი გუნდის სიყვარულს შეუძლია მოგცეს ძალა, რომ მართლა უყურო ფეხბურთს, დაინახო ყველაფერი, შენი საყვარელი ფეხბურთელების თვალებში, მათ ყველა მოძრაობაში... ვისაც ეს არ გამოუცდია უბრალოდ შოუს უყურებს...ვერაფერს იგებს. ექსპერტები მოუყვებიან რა მოხდა.
უნდა ვასწავლოთ, რომ ფეხბურთი არის სოლიდარობა, ერთმანეთის სიყვარული და სინამდვილეში ყველაზე მნიშვნელოვანია თამაში და მისგან გამოწვეული სიხარული და არა შედეგი,კარიერა, ტრანსფერმარკეტი, მენეჯერობა და ა.შ.
თუ პატარა ჯადოქრებს ქალაქის სტადიონზე წავიყვანთ, ზღაპარი გაგრძელდება.
და მხოლოდ ელიგა 1 არ იგულისხმება.
ქვედა ლიგებშია ნამდვილი ფეხბურთი...
და არასოდეს დაუძახო კრისტალბეთეროვნულილიგა
აჭარაბეთარენა და ასეთი
დანარჩენი წესები ყველა ჯადოქარმა თვითონ მოიფიქროს.
|