აგერ ინსტაზე მოვისმინე ასეთი რამ
https://www.instagram.com/p/C8o3xBHstG5/ ამდენი დაგროვებული კითხვების მერე რომ აქეთ იკაწრება რაღაცებს. მოდი გადავავლოთ თვალი რა ხდება და რა პონტში მივედით აქამდე.
ყველაზე მტკივნეული მაინც ბოლო მომენტში დაშვებული შეცდომების კასკადია რომლის განჭვრეტაც ნებისმიერს შეეძლო, მივყვეთ:
1. ორი ამხანაგური შეხვედრის მაგივრად ჩავატარეთ ერთი - გასაგებია, ტრამვიანობა არ გვინდა, ისედაც შეკოწიწებული 26 კაცია, თან ეგ მთლად სანიოლზე დამოკიდებული ამბავი არაა, მაგრამ დაგვაკლდა მომზადება აშკარად და საკვნძო ფეხბურთელის ტრამვა მიანც დაგვრჩა შედეგად, ამის დედის გლანდებს რომ ჩამოვეკიდე
2. ამხანაგურ შეხვედრაში მონტენეგროსთან სრული საბრძოლო შემადგენლობის დაყენება და ტრამვების გარისკვა - გასაგებია აქაც რომ შეთამაშება, სათამაშო ტაქტიკის პლიუს მინუსებში დარწმუნება, მაგრამ რატო ვრისკავთ კაცო ხალხს? მითუმეტეს კიტეს? კიტე ხომ ვიცით რომ მაგარია? მაგის გარეშე რომ ცენტრში არანაირი თამაში არ გვაქვს ხომ ვნახეთ წინა შეხვედრებშიც? კაი კიტეზე ცალკე დავწერ, მაგრამ აგერ რისთვის არიან წაყვანილი ეს ხალხი თუ არ მოისინჯა? კვეკვესკირი დაიტესტა ცენტრში? ნუ კაი გველესიანი ვნახეთ 90 წუთი და კვერკველიაზე მეტად მზად იყო აშკარად, მაგრამ რათ გინდა? სასტარტოში მაინც კვერკველია ქნა :დდდდდდდდდდ
3. წარმოიდგინეთ სიტუაცია როცა ამხანაგურ შეხვედრაში პირველი ტაიმის მერე იგებ 2:0-ს არ ცვლი ნაკრების საკვანძო ფეხბურთელს, დამატებით რისკავ, კიტეზე მაქვს საუბარი, კიტეს ალტერნატივა თუ გვყას ნაკრებში არ ვიცით, იმიტომ რომ არ ვტესტავთ ხოლმე, ჰოდა რატომ კი მაგრამ? ის თემა არ ამართლებს რა მანდ თუ არა თურქებთან მიიღებდა ტრამვასო, ეგ არავინ იცის, მაგრამ პირველი ტაიმის მერე რომ უეჭველი უნდა შეეცვალა და მოფრთხილებოდა ისედაც ხრუსტალის მოთამაშეს ეგ სერიოზული იაღლიაშია, მითუმეტეს ამბობს რომ ყველაფერს მე ვწყვიტავო. ჰოდა აგერ, კიტე ტრამვიანი ,,გდია'' და ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრებში ვერ დაგვეხმარა. ამას 30 წლიანი სამწვრთნელო კარიერა სჭირდება რომ მიხვდე?
4. აზაროვი - ეს ხომ ცალკე რაღაც გამაღიზიანებელ ფაქტორიდან იქცა რავიცი, რატომ, რა მოხდა, რისთვის დაისაჯა არავინ არ იცის და თვითონაც იმას ამბობს რომ დაცვით ფაზაში არ მომწონსო, წიტაიშვილი მოგწონს დაცვით ფაზაში აბა შე დოინჯიანო ღლეო? წელიწადია რეგრესი აქვს ტიპს, ან ტრამვირებული შენგელიაა კარგი დაცვით ფაზაში? ლოჩოშვილია ლომი მაგ პოზიციაზე? ეს მეორე სერიოზული იაღლიაშია
5. არაბიძე - არ ვიცი, არ ვთვლი რომ ეგ ამ ეტაპზე აქტუალურია.
6. თურქეთი - ეს ხომ საერთოდ სიურპრიზი იყო წიტაიშვილით სასტარტო, უთამაშებელი კვერკველია, ლოჩოშვილის ფლანგიდან შემტევობა და შემდეგ ბუდუს ბოლო 5 წუთი შემოყვანა კვირკველიას მაგივრად, აქ პროფესორობა და დარგის სპეციალისტობა ხომ არ ჭირდება იმის გაგებას რომ ლოჩოთი ფლანგი ჩაკვდება, გაუშვი ჩაკვე მარცხნივ და მიეცი ზურიკოს მარჯვენა მხარე, დატოვე წიტაც ჯანდაბას და იყავი ორი ცენტრალური მცვლის იმედად, მასეთ დროს უფრო არ დამწყდება გული გაშვებულ გოლზე ვიდრე მამარდას გამოსვლით და ალთუნს გაუგაბარი მატაობით. ემოციურად მაგარია მამარდას გამოსვლა, ვენაცვალე მაგას, მაგრამ რატომ როცა უფრო სწორდ შეიძლება თამაში?
7. ჩეხეთი - საერთოდ სიბრაზე მკლავს რა, ისევ წიტა მარცხნივ, ისევ ჩამკვდარი ნახევარდაცვა და მაღალ ჩეხხებთან გადაგდებულ ბურთზე ბრძოლა, მაგიტომაც ამოისვა ვილის ტაქტიკა ჩეხეთმა და რომ არა მამარდა ესპანეთთან წაგება მგონი სანატრელი იქნებოდა. იგივე ცვლილებები, ლოჩო ფლანგზე და ნათამაშები, უფრო მომზადებული ბუდუს ნაცვლად უთმაშებელი ქვილითია, რომელიც არ აპრესინგებს, ისიც ბოლო 2 წუთში შემოყვანილი, ბიჯოოოოოოოოო დასაკარგი თუ არაფერი გაქვს პირველივე შეხვედრაში და ამბობ რომ კარგია ჩავიდა მამარდაო, ამ მეორე შეხვედრაში გქონდა უკვე დასაკარგი პორტუგალიის წინ? ბოლო 2 წუთის სათამაშოდ შემოგყავს ქვილითაია? აქ ხომ იმაზე არაა საუბარი რომ ბუდუ ათამაშე გინდა თუ არა, უკეთ მომზადებულზეა საუბარი, უფრო სასარგებლო ფეხბურთელზე. უფრო მალეა ცვლილებები საჭირო, მაგრამ მე მომეჩვენა რაღაც პირადი გამორჩენის მოტივაცია რა, 1:1 კარგია, CV-ში კარგად გამოჩნდება, ევროპა რომ ქულის გარეშე არ დატოვე და თავს კარგად გაყიდის.
კიდევ რამდენი? კვეკვე და აბუს ცენტრით წვალებას, ქოჩორას ინტეგრაციის დაგვიანებას, ჩავარდნილ შესარჩევს, ახალგაზრდებზე უნდობლობას და რაც გაგახსენდებათ კიდევ რამდენს.
ერთი მთავარი არგუმენტი მაქვს იმათ მიმართ ვინც ვილი სანიოლს იცავს, რომელ თამაშზე შეგვიძლია ვთქვათ რომ იმენა მწვრთნელმა გააკეთა თამაში?
მადლობა ვილის რომ როგორღაც და რამენაირად ისე გამოვიდა რომ ევროპაზე ვთამაშობთ, საბრძოლო ატმოსფერო რომ არის გუნდში ეგეც მაგის დამსახურებაა ალბათ და მაგაზეც მადლობა. გვაქვს რა მაგ კაცისთვის მადლობის თქმის ვალდებულება და მოვიხდით კიდეც, მაგრამ ასეთ კრიტიკულ მომენტში, ასეთი შეცდომების დაშვება მგონი მხოლოდ გამოცდილებასთან კავშირში არაა.
ვიცით რაც არის ჩვენი ნაკრები, შესაძლებლობები ბევრი არ გვაქვს, მაგრამ ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა რომ შეგვეძლო მეტი და სულელური შეცდომების გამო არ გამოვიდა.
ჰოდა სათაურს ავხსნი ბარებ, კარგი მვრთნელი ნიშნავს მინიმუმ იმას რომ ბოროტი და ცუდი არ ხარ, ცუდი ნიშნავს როცა კვალიფიკაცია არ გყოფნის მაგრამ წინ შრომა გაქვს, ბოროტი ნიშნავს რომ თან ცუდი ხარ თან იცი რომ ცუდი ხარ და მაინც ცუდობას აგრძელებ.
მადლობა ვილი ყველაფრისთვის, შენთვისაც მაგარი გაცმოდილებაა, გზა გაგიხსნა საქართველოს ნაკრებმა და ჩვენთვისაც სერიოზული შედეგი გამოვიდა.
This post has been edited by ელექტროხულიგანი on 25 Jun 2024, 18:22