გამარჯობა

ასეთია ჩემი ამბავი: 14 წლის რომ ვიყავი, ჩემზე 2 წლით უფროსმა ბიჭმა ონლაინ ისეთი რაღაც მითხრა, ვერასდროს ვერ ვივიწყებ ;დ მართლა აააააააააააა დონის რაღაც, ხალხო. ბევრს უთქვამს კომპლიმენტი და მოვწონებივარ კიდეც, მაგრამ ამ ტიპმა ისეთი რაღაც თქვა, ახლაც ჟრუანტელი მივლის ;დ მანამდე ვიკამათეთ რაღაცაზე და მაგის მერე უფრო შემოვიდა კონტაქტში, მგონი ეგ მოეწონა
არასდროს მინახავს, მაშინ პატარა ვიყავი და უარი ვუთხარი შეხვედრაზე… იმან მალევე შეყვარებული გაიჩინა და აქა იქ
დაბადების დღეს მილოცავს ან მირეფლიებს სთორებზე (თუმცა ძალიან იშვიათად, ძალიან)
ამ დროის განმავლობაში, 2023ში, ისეთი რაღაც მივწერე, ძაან მოულოდნელად, რომ 1 წელი ხმა არ გაუცია ;დ ნუ ცუდი არაფერი, თუმცა სულ თავიდან რაც მითხრა ის გავახსენე გადაკვრით და იმანაც ძააააან ორაზროვანი რაღაც მიპასუხა
ამ წელს სხვა პლატფორმაზე აღვადგინეთ ნელთბილი კონტაქტი და გავარკვიეთ
რომ მეც მაგის უნიში ვაბარებ, იგივე ფაკულტეტზე ;დდდდ
მაგსი მერე დაბ.დღეც მომილოცა და გადაკრულად მანიშნა რომ მელოდება..;დ
ვიცი, რომ ბავშვურად მიგეჩვენებათ ეს ყველაფერი, თუმცა ჩემთვის საინტერესოა რას ფიქრობთ.. ყოველთვის ვგრძნობდი რომ მოვწონდი ამ ადამიანს, მაგრამ ჩემი ბრალიცაა, რომ ვერ განვითარდა ჩვენი ამბავი რა.. თან ისევ ურთიერთობაშია უკვე მესამე წელია და რავიცი… ისიც ვიცი, რომ როცა ვნახავ, შეიძლება აღარ მომეწონოს ისე ძალიან და ჩემი რომანტიკული ბუნების ნაყოფი აღმოჩნდეს.. თქვენ რას ფიქრობთ? არის შემთხვევები როცა აღარ ივიწყებენ ხოლმე ბიჭები მას, ვინც თავის დროზე ძალიან მოეწონათ?
This post has been edited by stargirl on 8 Jul 2024, 02:23