#61393070 · 9 Jul 2024, 16:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა მეგობრებო,
ალბათ სწორ ადგილას ვხსნი თემას,
ესეიგი თიბისი ბანკში მქონდა სამომხმარებლო სესხი 12კ ლარის ოდენობით, ხოდა დაახლოვებით 3 წელია აღარ ვიხდი შეილება ოდნავ მეტიც,
ველოდები როდის შეიტანენ სასამართლოში რომ იქ გავასაჩივრო და მომიწიოს მხოლოდ ძირის გადახდა, ეხლახანს დამირეკეს და მეუბნებიან ბევრად დიდ თანხას თუ გინდა გადაიხადე თუ არადა უკვე სასამართლოშია შენი საქმე და ანგარიშებს დაგიყადაღებთო, მე ვუთხარი თუ სასამართლოშია კაკრას მაგას ველოდებოდი და მშვენიერი თქო, როგორც კი მოვა სასამართლოდან ინფორმაცია რო აუცილებლად გამოვცხადდები თქო და იქ განვიხილოთ ვის რა და რამდენ იაქ გადასახდელი თქო, ხოდა, სასამართლოდან არაფერი არ მომსვლია არადა მითხრეს უკვე სასამართლოშიაო, როგორ შეილება გადავამოწმო ან რაიმე ონლაინ პლატფორმა თუ არის? იდეაში არ მინდა რო ჩემს გარეშე ჩაიაროს სასამართლომ და ინფრომაცია გამომრჩეს საქმის აღძვრის არსებობის შესახებ, სადაც ჩაწერილი ვარ იქ კაი ხანია აღარ ვცხოვრობ და არც არავინ ცხოვრობს შესაბამისად ფოსტიდან თუ რამე მივა ინფორმაციას ვერ მივიღებ.
გთხოვთ თუ რამე ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ იქნებ მითხრათ
|