#61411033 · 18 Jul 2024, 10:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი ხალხო, ჩემი ახლობლის ოჯახი არის გამოუვალ მდგომარეობაში. მოგეხსენებათ კიბოს დამარცხება ოჯახს ძვირად უჯდება და ბევრი ქონებას ყიდის რომ ოჯახი წევრი გადაარჩინონ. ეს ოჯახიც ესეთ მდგომარეობაში ჩავარდა. სამწუხაროდ ახალგაზრდა ოჯახის წევრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცხოვრობენ მიტოვებულ შენობაში სადაც ნაყიდი აქვთ 3 ოთახიანი ბინა და წლებია შეჩერებულია. საკრებულომ მიიღო დადგენილება რომ ამ მიტოვებული შენობის მშენებლობა გაგრძელდეს, ნაპოვნი აქვთ მშენებელი კომპანია, საქმეში ჩართულია თბილიის მერია. ამ ოჯახს არც გაზი აქვთ და წლები არც დენი ჰქონდათ. არის საუბრები რომ სამშენებლო კომპანიამ შესთავაზოს ფართი, ან ქირით გაიყვანონ სანამ დასრულდება მშენებლობა ან კომპენსაცია მისცენ. ბინა არის გატარებული რეესტრში. მერიაში დაწერეს შეხვედრა მერის მოადგილესთან შეხვედრასთან დაკავშირებით და არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. გვაინტერესებს ამ ვითარებაში ვის უნდა მიმართონ რომ დააჩქარონ საქმე? იციან რომ ნაცნობით სჭირდებათ და ნაცნობი არ ჰყავთ მერიაში რომ განცხადება შეხვედრასთან დაკავშირებით გადახედონ. თქვენ რომ იყოთ მათ მდგომარეობაში რას იზამდით? თქვენმა რჩევამ შეიძლება შეცვალოს მათი მომავალი.
|