მოკლედ, ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა გამოკითხვა და ახლა შედეგებს გაგაცნობთ.
პარტიების რეიტინგზე ვერ გეტყვით, საიდუმლოა
ორგანიზაცია CRRC-ის კვლევა „კავკასიის ბარომეტრი 2024″-ის თანახმად, კითხვაზე, საქართველოში მოქმედი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? – მოქალაქეთა 21% პასუხობს, რომ „ქართული ოცნება”.
31% ამბობს, რომ ასეთი პარტია არ არსებობს.
22%-მა პასუხზე უარი თქვა.
პასუხები ასე განაწილდა:
ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო [ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე] – 21%
ახალი [ნიკა მელია, ნიკა გვარამია] – 3%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა [ლევან ხაბეიშვილი] – 3%
გირჩი – მეტი თავისუფლება [ზურაბ ჯაფარიძე] – 1%
ლეიბორისტული პარტია [შალვა ნათელაშვილი] – 1%
ლელო საქართველოსთვის [მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი] – 1%
საქართველოსთვის [გიორგი გახარია] – 1%
ანა დოლიძე – ხალხისთვის [ანა დოლიძე] – 1%
გირჩი [იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, სანდრო რაქვიაშვილი] – 1%
სტრატეგია აღმაშენებელი [გიორგი ვაშაძე] – 1%
კონსერვატიული პარტია [ზვიად ძიძიგური] – 1%
კონსერვატიული მოძრაობა „ალტ ინფო“ [კონსტანტინე მორგოშია, შოთა მარტინენკო] – 1%
ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები [ალეკო ელისაშვილი] – 1%
ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის [გიგა ბოკერია, აკაკი ბობოხიძე, გიგი წერეთელი] – 1%
სხვა – 2%
ასეთი პარტია არ არსებობს – 31%
არ ვიცი – 8%
უარი პასუხზე – 22%
კითხვაზე, ენდობიან თუ არა პოლიტიკურ პარტიებს, მოქალაქეთა 22% პასუხობს, რომ საერთოდ არ ენდობა მათ.
სხვა პასუხები ასე განაწილდა;
უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა – 24%;
არც ვენდობი და არც არ ვენდობი – 35%;
უფრო ვენდობი, ვიდრე არ ვენდობი – 9%;
სრულად ვენდობი – 3%
არ ვიცი – 6%
უარი პასუხზე – 1%.
CRRC-იმ კვლევის საველე სამუშაოები 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა 1 509 რესპონდენტი – საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა (18 წელი და ზემოთ), ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა. გამოკითხვის მეთოდი – კომპიუტერის მეშვეობით პირისპირი გამოკითხვა (CAPI).
https://publika.ge/21-ambobs-rom-ocneba-mat...iO_tDjjySRXhXTA