დიდი ამბებია ვენესუელაში.
გუშინ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ყველა გავლენიანი კველევითი ორგანიზაციის წინასწარი მონაცემებით, დიდი სხვაობით უნდა დამარცხებულიყო ნიკოლას მადურო, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერთან, თუმცა არჩევნების დასრულების შემდეგ ადგილობრივმა ცესკომ მადუროს დაუწერა 51% და გამარჯვებულად გამოაცხადა,
საპასუხოდ, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, ედმუნდო გონსალესმა, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა და მოსახლეობას მოუწოდა დაუმორჩილებლობისკენ,
რის შემდეგაც, დღეს, ადგილოვრივი დროით დილიდან ვენესუელას ქალაქები მასობრივმა პროტესტმა მოიცვა,
მათ შორის ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში დედაქალაქ კარაკასში და ითხოვენ შედეგების გაუქმებას და მადუროს რეჟიმის დასრულებას,
მომიტინგეებმა სხვადასხვა ქალაქებში დაიწყეს ქუჩების გადაკეტვა, ბარიკადების აგება, რასაც მოჰყვა შეტაკებები პოლიციასთან და სახელისუფლებო შეიარაღებულ ტიტუშკებთან,
მომიტინგეებმა დედაქალაქ კარაკასში ჩამოაგდეს უგო ჩავესის ძეგლი და ჩამოხიეს მადუროს სააგიტაციო აბრები,
საპასუხოდ, საპოლიციო ძალებმა დაიწყეს ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენება, ზოგიერთ უბანში დაფიქსირდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც,
პრაქტიკულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესები ვენესუელაში ახლა უმართავია,
ოპოზიცურ საზოგადოებას, დამატებითი მუხტი მიცა არაერთი სამხრეთ ამერიკული ქვეყნის, მათ შორის არგენტინის, კოლუმბიის, ურუგვაის და ჩილეს გადაწყვეტილებებმა, რომელთაც არ აღიარეს ვენესუელის არჩევნები და ოპოზიციას გამოუცხადეს მხარდაჭერა,
სავარაუდოდ, მადუროს მოუწევს სისხლში ჩაახშოს პროტესტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვენესუელაში გარდაუალად მოხდება რევოლუცია და მრავალათწლიანი დიქტატურის დამხობა.
ფოტო-ვიდეო მასალა იხილეთ ჩვენს ტელეგრამზე - ლინკი კომენტარებში
წყარო world military
This post has been edited by xLEGENDx on 30 Jul 2024, 03:11
ყველას ნუ ამოიყვან ტალახიდან, ზოგი მისი ბინადარია.