#61465950 · 10 Aug 2024, 14:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kgoldk 1) ბალონის გამორეცხვა ბენზინით აუცილებელი არაა, რადგან ცოტა ხანში ისევ ზეთით დაბინძურდება შიგნით, რადგან გასამართ სადგურებზე მაინც მოყვება ზეთი, 2) რაც შეეხება ბალონის ამოტრიალებას ეგ კიდევ რელურია და სიფრთხილეთან არის დაკავშირებული, დაცლილზე უნდა გააკეთო, რომ რომ მასში არსებულმა ცოტაოდენმა წნევამ გამოდევნოს ეგ ზეთი, ცხადია მანამდე ნახევარი საათი დააცადე ამოტრიელბულ მდგომარეობაში. რომ ჩამოიწუროს. 3) ზოგადად ისედაც გამოდის ზეთი ბალონიდან, გაზს მოყვება და შედის რედუქტორში, ამიტომ რედუქტორი ისე უნდა გეყენოს რომ დაბალწნევიან დიაფრაგმასთან არ დაგროვდეს და მუდმივად თვითდინეით გადმოვიდეს ლურჯ პლასტმასის შტუცერიდან. გაუყვება შლანგს და გადავა დროსელში. ეგ კი ცინილდრების შეზეთვას უწყობს ხელს,
|