ეს ოცნება სხვა პლანეტას მისდევს,
სიკვდილია ხომ სიცოცხლის ბოლო.
პოეზია უსაზღვროა ისევ
და გულია პოეზია მხოლოდ.
და მძიმეა მდუმარება ღამის,
ეს ოცნება ასეთია დღემდე.
და მოვიდა სიხარულის წამი
დიდი ტანჯვის და წვალების შემდეგ.
სულს ანათებს დღე ასეთი თბილი
და რაც იყო, ყველაფერი გაქრა.
ახლა მინდა, რომ მოვშორდე თბილისს,
სად წავიდე და, ძვირფასო, რა ვქნა?
ცა - ლაჟვარდი, დედამიწა - კუბო,
ცხოვრებისთვის ძალა აღარ შემწევს.
ახლა სადღაც დუმილია უფრო,
ახლა სადღაც საუბრობენ ჩემზე.
მეორე კუპლეტი - როცა ტუალეტში ძაან გინდა და მძლივს მიაღწევ... დაიცლები
რა კაცი იყო... სულ დეპრესია, ტკივილი, ცუდად ყოფნა, უიმედობა, დრამა
მარა გულთან მოდის