#61466748 · 10 Aug 2024, 19:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Მაგ. "Იესო" ვინც იყო (გადმოცემებით) არის ის სიტყვაზე ადამიანი, არის ის ღმერთი (თუ ორივე) ჩემთვის დიდი სხვაობაც არაა Უდიადესი "ნოუმენ-მოვლენაა" "იესო" ჩემთვის Თუ ადამიანია კიდევ უფრო მაღალი აზრი შეიძლება მასზე მქონდეს ა.შ.
Მაგრამ Დავუშვათ ჩემს "დეალს" მივწვდი და ესაა: ვარ მარტო უდაბნოში, ზოგჯერ ვლოცულობ იქ და ასე ცოტათი, მიღწევა - თავად იესო მეცხადება Და ბედნიერი ვარ სრულიად Ვკვდები ბედნიერი Და აღვსგები სამოთხეში
Ეს ჩემთვის არ "კმარა" რადგან არაა ვერიფიცირებულ-ვალიდაცია გავლილი მისი გამოცხადება ჩემი გრძობის ორგანოებისადმი :დ მარტივად, იქნებ ჰალუცინაციაა?
Დავუშვათ, იესოს მეთოდია ჩემში გახსნას სიტყვაზე გალილეო გალილეი ნ ხარისხში Ანუ ყველა მტკიცებულება მათემატიკური, ლოგიკური, ფიზიკური ა.შ. თეორიულად გამატარა ფორმულებში დაფაზე :დ და შემდეგ პრაქტიკულადაც ექსპერიმენტალურად
Მაგრამ...მიუახლოვდება მტკიცებულება 100%-ს? შესაძლებელია ეს? Თუ მიუახლოვდება 99.999...ნ ხარისხში? Მგონი მეორე Მგონი 100% შეუძლებელია
Მაგრამ თუნდაც 100 Საიდან ვიცი, რომ 100%-ია ანუ ეჭვი როგორ გამიქრება? ან საიდან იცის იესომ, რომ უფრო დიდი დამალული ღმერთი არაა მათ (სამების) "მაღლა"? თავის მხრივ "იმან" (ზე-სამებამ) საიდან იცის 100% რომ არავინაა მასზე ჭეშმარიტი? ეჭვს როგორ გაიქრობს
Მე არ შემიძლია ეჭვი გავიქრო, ალოგიკური იქნება გავიქრო რომც შემეძლოს Არადა უსასრულო რეგრესიაც ალოგიკურია (მაგრამ სადაა ზღვარი? როგორ დავრწმუნდები რომ ზუსტად ეგ მიჯნაა სადც რეგრესია დასრულდა?)
მარტივად: ვერც რამის არსებობას "ვირწმუნებ", ვერც არ არსებობას
Ეჭვია ჩემი ღმერთი? "ყოველ ეჭვში შეიტანე ეჭვი"
ვირწმუნე, მარტო ის, რომ არ ვირწმუნებ არაფერს სხვას? მაგრამ თუ ვირწმუნე, რატომ მეეჭვება რომ ვირწმუნე :დ Და უფრო: რა ვიცი მე, მწამს ახლა ჩემი ნაწერის თუ არ მწამს.
|