ვინაა ვალდებული (ინტელექტუალური პატიოსნება თუ სურს) ამტკიცოს (ასაბუთებდეს)
ის ვინც პირველი ამბობს
თუ ის ვისაც მეტი ლოგიკური, ფიზიკური და ა.შ. პოტენციური შესაძლებლობა აქვს?
მაგ. 1
პირველი: ესაა ძაღლი
მეორე: ეგ არაა ძაღლი
პირველი: დაამტკიცე რომ ძაღლი არაა ეს
მეორე: შენ დაამტკიცე რომ ძაღლია
პირველია ვალდებული თქვას ესაა ძაღლი იმიტომ, რომ...
თუ მეორეა ვალდებული თქვას, ეს არაა ძაღლი, იმიტომ რომ...
(მე ვფიქრობ ვინც დასაბუთებას იწყებს "სპონტანურ რეჟიმში" ის ბევრად უფრო მონდომებულია სიმართლის ძიების სიყვარულში, მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, ვინაა მორალურად ვალდებული დაიწყოს რაიმეს დასაბუთება)
მაგ. 2
ბ. რასელი: ღმერთი არ დაფრინავს ცაში და ჩაიდანს არ გავს (მე ბოდიში უსახური პერიფრაზისთვის)
მფრინავი ჩაიდნის მორწმუნე: დაფრინავს
რასელი: დაამტკიცე რომ დაფრინავს
"ბილივერი": შენ დაამტკიცე რომ არ დაფრინავს
როგორ უნდა დაამტკიცო ის, რისი არსებობის დასაბუთება ყველანაირი ფიზიკური ან ლოგიკური მეთოდით გამორიცხულს უახლოვდება?
თოვლის ბაბუის არსებობა რომ გამოირიცხოს უნდა გადაისინჯოს ყველა კუნჭული ყველგან რაც შეუძლებელია
თოვლის ბაბუის არსებობის დამტკიცებისთვის საკმარისია 1-ის ნახვა
უკეთესი მაგალითი რეალური ისტორიიდან
პირველი: ყველა გედი თეთრია (არასდროს ენახათ შავი გედი და მერე კი ნახეს სხვა კონტინენტზე)
მეორე: მწვანე გედიც არსებობს
პირველი: გინდა მოვიარო მთელი პლანეტის ყველა სანტიმეტრი რომ დავამტკიცო არ არსებობს, როცა შენ ვინც ამბობ არაებობსო ე.ი. გინახავს ან იცი სადაცაა და მივიდეთ ვნახოთ ორიოდ დღე უნდა
*"დამტკიცება" მიხვდებით არ იფულისხმება იმ აზრით რომ 100% საბუთები დადოს, არამედ სცადოს ეს არგუმენტებით და ფაქტებით
ამრიგად, ვისთვისაც უფრო ადვილია ისაა ვალდებული (მორალურად, თავთან) წარმოადგინოს რაიმე საბუთი ან არგუმენტი ა.შ.
თუ ვინც პირველი იტყვის რამეს,
ასე შევხედოთ ახლა: სულ ერთია "ძაღლი არ არსებობს" შეუძლია თქვას პირველმა, მეორე ადვილად აჩვენებს ძაღლს და გათავდა, მაგრამ პირველი ვალდებულია "არ არაებობის მტკიცებულება" (არა ფაქტი, არამედ ლოგიკური დასაბუთება) წარმოადგინოს? მხოლოდ იმიტომ რომ პირველმა დაიწყო მტ,იცებით ფორმაში?
თუ რამეს ამბობ კი ბატონო საბუთიც გქონდეს უნდა ლოგიკური მაინც
მაგრამ განა სულ ვინც იწყებს რაიმეს მტკიცებას ისაა ვალდებული ეგრევე დაასაბუთოს? (უკვე დავწერე, რომ სოტყვაზე არც ერთუ ნორმ. მეცნიერი არ იკადრებს რამე წამოაყრანტალოს დაუსაბუთებლად, მაგრამ ვალდებულია განა? იქნებ ვინც არ ეთანხმება ისაა ვალდებული :დ)
მესმის აბდა-უბდაც ისმის ეს ყველაფერი რა რთულია ახსნა :დდ
მაგრამ ვფიქრობ აქვს დიდი მნიშვნელობა "ვინ უფრო ვალდებულია იწყებდეს დასაბუთებას"
ღირსეული კაცი იწყებს, მაგრამ ვალდებულია?
პირველი: გათენდა
მეორე: არ გათენებულა
პირველმა არ დაასაბუთა, რადგან გარეთ გაიხედა და გათენდა
მეორეს არ გაუხედავს, მაგრამ დრო აერია და დარწმუნებულია ღამეა
პირველმა უთხრას: აგერ გადავიღებ ვიდეოს და სინათლე დაფიქსირდება
თუ უთხრას: "გადაიღე ვიდეო და მაჩვენე რომ სინათლე არ ფიქსირდება"
ორივესთვის იგივეა ვიდეოს გადაღება
რომელმა ქნას?
თუ იტყვით "ვინც უფრო მართალია იმან ამტკიცოს" ნონსენსია, რადგან ზუსტად ისაა დასამტკიცებელი ჯერ, რაა მართალი
ატომი არსებობსო მათ უნდა დაასაბუთონ მისი არსებობა
თუ ატომი არ არსებობსო მათ უნდა დაასაბუთონ მისი არ-არსებობა
დედამიწა ბრტელიაო უნდა დაასაბუთონ რომ ბრტყელია
თუ არ არისო ბრტყელი მათ დაასაბუთონ რომ არ არის
სიცარიელე არ არსებობსო მათ უნდა დაასაბუთონ რომ არ არსებობს
თუ სიცარიელე არსებობსო უნდა დაასაბუთონ რომ არსებობს
დიახ მაგალითები სხვადასხვანაირია ანუ "ხან ისე ხან ასე"
მაგრამ ზოგადად?
პ.ს. მცირე პარალელივით: იურისპრ. ვინც აბრალებს მასზეა დამტკიცების ვალდებულება
რადგან სიტყვაზე მე ვერ დავამტკიცებ რომ ამ წამს არ ვქურდობდი, რადგან არ ვქურდობდი იმ წამს :დ (დასამტკიცებლად დამჭირდებოდა ჩემი თავის ვიდეო-გადაღება იმ დროს, დამბრალებელს კი შეუძლია თქვას აჰა ვერ მიმტკიცებო, ვალდებული ხარ დამიმტკიცოო)
* * *
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პირველი: ბლა ბლა, ბლაბლაბლა, ბლა (ფიქრობს: და აი დარდი თუ სიტყვაზე არ მენდობა, არ ვაპირებ არგუმენტირებას)
მეორე: არ გეთანხმები
პირველი: არ გეთანხმები, რომ არ მეთანხმები
მეორე: ვტფ?
პირველი: დიახდიახ
მეორე: რას არ მეთანხმები, აკი გითხარი არ გეთანხმები-მეთქი
პირველი: არ გეთანხმები, არ გითქვამს ისეთი რამე რომ დავრწმუნდე, მეთანხმები თუ არა და სიტყვაზე არ მჯერა, შეიძლება გგონია რომ არ მეთანხმები და ისე კი მეთანხმები
მეორე: ახლა მე უნდა გიმტკიცო რომ მაგაში მართლა არ გეთანხმები? შენ რის საფუძველზე შეგაქვს ეჭვი, დამისაბუთე რომ "არ გეთანხმები" არც ჩემს გრძნობას გამოხატავს არც აზრს
პირველი: მე რატომ? შენ დამისაბუთე, რომ არ მეთანხმები
რომელმა :ბოლი:
This post has been edited by ზრბმკ on 8 Aug 2024, 05:34