#61484069 · 18 Aug 2024, 16:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დაღმართი რომ იწყება ფიზიკური სხეულისათვის - სამარის დაღმართი, - მხოლოდ ფიზიკური სხეული კი არა, ყველაფერი ამ დაღმართს დაუყვება, რაც ფიზკურ სხეულთან და ამ ფიზიკურობასთან არის წილნაყარი. და ყველაზე სწორი კითხვა ალბათ ასე დაისმება გულწრფელად მაძიებელი ადამიანში: აბა ჩემო კარგო, რა არის შენში ის, რაც არ არის ფიზიკურ სხეულთან, ფიზიკურ ყოფასთან წილნაყარი? რა არის ის რაც, როდესაც ფიზიკურობა დამიწდება, არ დამიწდება და მერეც დარჩება უსხეულო და ზეციურ ყოფაში? შენ ეს ტერმინები კარგად იცი და ამ ტერმინოლოგიის გლოსოლალიაში ხარ შენს ფიქრებში შენს თავთან გახმიანებული. იყავი გულწრფელი და აღიარე, რომ ეს შენთვის მხოლოდ ზღაპარია, - ზღაპარი კეთილი დასასრულით - ჰეპი ენდით. სინამდვილეში შენთვის ეს არის მხოლოდ ის, რაც მოგისმენია სხვათაგან, ამოგიკითხავს წიგნებში ისეთ წიგნებზე, რომლებშიც თურმე წერია, რომ შენ თურმე უკვდავი ხარ და იმაზე მეტი - რაც ხარ სინამდვილეში. მაგრამ შენ მხოლოდ სხვათაგან მოგისმენია და წაგიკითხავს მხოლოდ რაღაც წიგნები რაღაც დიად წიგნებზე და არ წაგიკითხავს ის დიადი წიგნები, რომლებზეც მოგითხრობენ შენი ნაკითხი წიგნები. და მეტწილად ეს არის შენი სიამაყის, - შენი ადამიანად ყოფნის სიდიადე. ასე არის? თუ არ არის ასე? შენ თქვი შენი პასუხი. არავინ არ არის აქ განმკიცხავი. შენთვის თქვი. თქვი შენთვის? თუ შეძელი და ეს კითხვა დაისვი და ამ კითხვის თუნდაც თავმომატყუებელი პასუხებიდან განცალკევებული, სუსტი, მაგრამ რაღაც განსხვავებულიც აღმოაცენე, გააკვირტე და გააყვავილე შენში, მაშინ ვიცი, რომ იტყვი: მე აქამდე მხოლოდ მწიფე ხილის ნაზი ფერებით ვტკბებოდი და ახლა მივხვდი, რომ თურმე მწიფე ხილის ნაზი ფერი კი არა, ხილის გემო ყოფილა მთავარი. ოღონდ ეს ადრე უნდა მომხდარიყო - დაღმართის დაწყებამდე. ახლა კი მხოლოდ უკან მოხედვით ვხედავთ ამ ყოველივეს. და გადადებ გვერდზე წიგნს, - მწიფე ხილის შესახებ რომ გიამბობდა და აიღებ იმ მწიფე წიგნს, რომლის შესახებაც გიამბობდა ის წინა წიგნი. და მაშინ დაიწყება იმედგაცრუების დაგემოვნება, რადგან ყოველივე ახალი და დიდი - უგემურად შემოდის ადამიანში, რათა არ გაუფასურდეს უამრავში და ამ უგემურ გემოს, რომელიც გეგონა რომ გემრიელი იყო, - „ეეხ ზარააზად“ ჩათვლი. თუ სასტარტო წიგნებმა მხოლოდ ფიზიკურ თვალზე და ფიზიკურ ტვინზე არ იმუშავეს შენში და უკვე მათ გაგრძნობინეს შენი შინაგანი აქტიური მცდელობის შემწეობით მომავალი დიადი გემოს გემო, მაშინ შენ ღვთაებრივი ხილის გემოს დააგემოვნებ. პირველი და მეორე უგემოვნებით არ შეშინდები. მაგრამ თუ შენივე შინაგანი ძალისხმევა არ გაქვს გახარჯული იმის მისაგებებლად, რის მისაგებებლადაც უნდა გამზადებულიყავი სამზადისში, მაშინ ნუ გექნება იმედი, რომ უკვე მხოლოდ ხილის ფერით კი არა, არამედ ხილის გემოთიც დაგემოვნდები. და მაშინ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა. დაე, ნუ იქნება ეს.
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|