სანამ მასშტაბურ გინებაზე გადავალთ, ერთი ორი სტყვით ვთქვათ საწვავზე.
სამწუხაროდ საქართველოში არ ხდება არც ნავთონის მოპოვება და არც მოპოვებულის გადამუშავება (თუ ძალიან მცირე რაოდენობას არ ჩავთვლით). არადა საწვავი დღეს არის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ღერძი. ხშირად გვეშლება ხოლმე, როცა გგვგონია, მხოლოდ საკუთარ ავტომობილებში ჩასასხამი ბენზინია ის, რაშიც ჩვენ ფულს ვიხდით, სინამდვილეში კი აბსოლიტურად ყველაფერი, რასაც ჩვენ დღეს მოვიხმართ არის დამოკიდებული საწვავზე.
ნავთობის ფასს განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი. ყველაზე მთავარია საერთაშორისო ფასი, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით არის $110 და რუსეთ-უკრაინის იმის ფონზე, მოსალოდნელია ისევ გაზრდა, თუ ხელოვნურად ფასები არ წამოიყვანეს ქვემოთ. ამისთვის არსებობს არცთუისე ბევრი, მაგრამ ეფექტური გზები. აშშ-ს მიერ საცავების გახსნა და ბრუნვაში ჩაშვება, აშშ-ს მიერ ნავთობის მოპოვების გაზრდა. OPK ქვეყნების მხრიდან ნავთობის წარმოების გაზრდა, OPK-ს მთავარი წევრები არიან არაბეთის სამყარო.
შემდეგი არის აქციზი, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი ლიტრზე არის 50 თეთრი აქციზი. ამის იქეთ ემატება საოპერაციო ხარჯები და ვიღებთ იმ ფასს რაც გვაქვს.
აქვე შეიძლება თქმა საწვავის ხარისზე, იმპორტიორებზე, ევრო სტანდარტებზე, ეთანოლის პროცენტულობაზე სასწვავის, ბრენდირებულ და არაბრენდირებულ სადგურებზე და ა.შ, მაგრამ ეგ შეგიძლიათ თქვენ განავრცოთ, იდეაში როგორც წესი ამის განხილვა მიდის ხოლმე უმეტესად თემაში.
(IMG:
https://img.forum.ge/JDipwipwiKh9m.jpg)
წინა თემები» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
წინა თემის ტოპ 10
(IMG:
https://img.forum.ge/PDiKoipViKh9D.png)