dylan
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 21468
წევრი No.: 86401
რეგისტრ.: 11-March 09
|
#61480818 · 16 Aug 2024, 19:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადამიანის ცნობიერება და ეროვნული სამოსელი ერთი შეხედვით რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ეროვნულ სამოსელს და საერთოდ ადამიანის ჩაცმულობას მის ცნობიერებასთან? ევროპულად ხარ ჩაცმული თუ ჩოხა-ახალუხში გამოკვართული (ამ შემთხვევაში ქართველ ადამიანს ვგულისხმობ), რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ამ ფაქტორს ადამიანის ცნობიერებასთან მიმართებით? პასუხი თითქოს მარტივია - არავითარი! მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. თუ უფრო ღრმად ( 3 თუ 23 შეხედვით), შევალთ ამ ფენომენის არსში, ბევრ ნიუანსებს აღმოვაჩენთ, რაც შეუმჩნეველი იყო აქამდე. ვცადოთ შეღწევა ჩვენს ჩოხოსნების, ხევსურული თუ სვანური ქუდოსნების ცნობიერებაში. რას დავინახავთ? დავინახავთ, რომ თითქმის ყველა მათგანი ძალზე მიჯაჭვულია ქართულ ნაციონალურ სიამაყესთან და თითქმის ყველა მათგანი არის „მართლმადიდებელი, პატრიოტი, თითქმის ყველა მათგანი თვლის, რომ „რაც მაგრები ვართ, - ქართველები ვართ“ და ასევე თითქმის ყველა მათგანი, თუ რამდენადმე წიგნიერიც არის, თვლის, რომ ქართულიდან მოდის მთელი ადამიანური ცივილიზაცია (განსაკუთრებით კი - ძველი ცივილიზაციები). თითქმის ყველა მათგანი არის „შუმეროლოგი“ და მსჯელობს რაღაც პელაზგურზე თუ პროტოქართულობაზე. თვლიან, რომ ქართულიდან მოდის სამყაროს „ანი და ჰოე.“ მათ სამოსელში შეფუთულია არა მხოლოდ მათი ფიზიკური სხეულები, არამედ მათი „ქართულობით’’ გაბერილი და გაამაყებული ეგო. ეს მასა თვლის, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობა არის ნამდვილი ქრისტიანობა (განსაკუთრებით კი, ქართული მართლმადიდებლობა), თუმცა კი ერთმორწმუნეობენ ჩვენს უპირველეს მტერთან, ასევე „მართლმადიდებელ“ რუსეთთან. ყველაზე „წიგნიერები და განათლებულები“ მათში კი, შუმეროლოგობენ და ქართულ ენას ჩიჩქნიან და ქექავენ, რათა მათ ნაქექავიდან როგორმე ამოქექონ, რომ ქართული სიტყვიდან მოდის შუმერული, ძველეგვიპტური და საერთოდ ქართულია ყველა ენის ფუძე თუ - დედა ენა. მათში საკმაოდ არიან ხელოვნებასთან, ლიტერატურასთან დაკავშირებული ინდივიდუალებიც და მათი ხელოვნებაც აღსავსეა არქაისტულ-ქართულ კორელატებით. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია ლიტერატურაში, სადაც ძალზე ჩვენთან დიდად ცნობადი მწერლებიც კი ვერ ამაღლდნენ ხსენებულ ფენომენზე და არჩიბალდ მეკეშობენ. როდესაც ხედავ, რომ ვიღაცას თავზე „მიბოტოქსებული“ აქვს ხევსურული თუ სვანური ქუდი, რამდენადმე თვალახელილმა ადამიანმა მაშინვე უნდა იცნოს, რომ მის წინაშე დგას თავისი „ქართველობით“ ეგოგაბერილი, ამაყი ქართველი, რომელიც თვლის, რომ ქრისტეს კვართი თუ სამსჭვალი საქარველოშია, რომ სხვა და სხვა წმინდანთა პერანგები თუ შესამოსელი, წმინდანთა წმინდა ძვლები (ნეველის ძვლის ნატეხის ჩათვლით), რატომღაც საქართველოშია. გამახსენდა „მკრეხელ“ მომღერალ დეისაძის სიმღერიდან სიტყვები: “ ჩემი სამშობლო გარდერობია...“ და ეს ხალხი მოგვიწოდებს: „ ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!“ რამოდენიმე დღის წინ მესტიაში ვნახე გრძელი მიკროავტობუსი წინა მინაზე დიდი ტრაფარეტით: „გზა ღმერთისაკენ.“ მიკროავტობუსი სავსე იყო მრევლ-მომლოცველებით და ფოტოც გადავუღე. მძღოლმა შემამჩნია, რომ ფოტოს ვუღებდი და ხელშესაწყობად ისე შეაჩერა მანქანა, რომ ლამის გაჩერდა და ამ მომენტში მრევლმაც დამინახა შიგნიდან. მე „ლაიქი“ ვაჩვენე ცერა თითით და მრევლმა კი ჯვარი გადამსახა მოწყალედ. შემდეგ კი, რახან საღამო იყო და ღამის გათევას აპირებდნენ მესტიაში, გააქანა მრევლი გიდმა მამაომ მამაოთა ევროკელიებისკენ. მამაოებს აქვთ სამომლოცველო ბიზნესი და სოკოებივით ამოდიან მათი ევროკელიები, სადაც უცხოელ ტურისტებსაც ბლომად იღებენ. ქრისტიანობა კი ზეეროვნული და ზეკონფესიურია. მაგრამ სიბნელე,რომელიც ჩვენშია და სინათლედ მივიჩნევთ, ამას ვერ ხვდება და ამიტომაც, - „მხოლოდ ჩვენ, ქართველი მართლმადიდებლები გადავრჩებით ბოლო ჟამს.“ თემას მეტად განვრცობა სჭირდება, მაგრამ ალბათ როდისმე, რადგან მცივა და ვერ ვხმარობ თითებს
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|