#61489171 · 20 Aug 2024, 23:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე 40-ის გავხდი ამ ზაფხულს - მაგრამ არაფერი შეცვლილა. ასაკი სუფთა სტატისტიკაა, მაგრამ თავი სულ ახალგაზრდა მგონია და ახალგაზრდად ვგრძნობ.
ბევრი თვალსაზრისით უკეთეს ფორმაში ვარ ვიდრე ოცი წლისა რომ ვიყავი. ალბათ ნებისმიერი სპორტის სახეობაში დავამარცხებდი საკუთარ 20 წლის თავს.
კარგ კუნთების მასას ვატარებ დაბალი ცხიმიანობის ფონზე. ძალა ისეთი მაქვს რომ თინეიჯერობაში ვერც წარმოვიდგენდი, სტამინაც მაქვს კარგი - შემიძლია 20კმ გარბენა მთაგორიან რელიეფზე და რთული ჰიიტ ვარჯიშების კარგ დროში კეთება. არც საწოლში ვატყობ უკუსვლას. ეგ კი არა, ვარჯიშზე ბლომად პირადი რეკორდი დამიმყარებია 39 წლისას. ანუ რეგრესსაც ვერ ვგრძნობ. ხშირად ველოთი დავდივარ სამსახურში, თან ჯიმშიც შევირბენ გზაზე, და 35-40კმ-მდე მარტო ველო გამომდის დღეში.
ერთადერთი არის რომ წვერი გამითეთდა, და თმებში ოდნავ შემეპარა ჭაღარა. ინტერესი ისევ მაქვს წიგნების, როგორც ახალგაზრდას. სექს დრაივიც არ გამნელებია, თინეიჯერივით არ მაქვს რათქმაუნდა, სულ რომ სექსზე ფიქრობ, მაგრამ მაინც დიდ ნაწილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში. ენერგიის ნაკლებობასაც არ ვუჩივი.
ფიზიკური კონდიცირება მნიშვნელოვანია რომ თავი ახალგაზრდად იგრძნო. აგერ ბლომად ათლეტი 40-ის ხდება და კიდევ ტოპ ფორმაშია. სიტყვაზე ლებრონი.
მე კვებაში და ვარჯიშში ცვლილებები გავაკეთე 10 წლის წინ, როცა რეგულარულად დავიწყე დარბაზში სიარული და მარცვლეული და შაქრეული ამოვიღე რაციონიდან (პალეო).
შესაბამისად ძმობა..
--------------------
ეს განცდა ისეთივე ხანმოკლე და ეფემერულია, როგორც შარდის სუნად აყროლებულ კლუბის საპირფარეშოში, ვიღაც უცნობთან, ათ წუთიანი სექსი. (c)[b]Heart_of_Darkness[/b]
|