jjj40-იანი მილები საკმარისია, ტრუბაკვადრატის სწორად ჩასმა უფრო საჩალიჩოა, ამიტომ მაგ საქმისთვის მრგვალი სჯობია, პრინციპში სულ ერთია თუ ნორმალურად ჩასვამ ბეტონში
ბოძების სიმაღლე ოდნავ მეტი უნდა იყოს მავთულბადეზე, მიწის ქვეშ 50სმ-იც ეყოფა, ანუ მთლიანობაში 2 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს, მაგრამ თუ იგივე ბოძებზე მომავალში თუნუქის ღობის გაკეთებას აპირებ, მაშინ სჯობია მიწის ზემოთ 2 მეტრზე დატოვო, ანუ მთლიანობაში 2.5 მეტრი გამოდის
მაგ სიმაღლის ბოძს ჩასხმულ ბეტონში პირდაპირ ჩასვამ და გაასწორებ შვეულით, ცოტა რომ შეშრება ბეტონი მერე კიდევ შეამოწმებ და დამატებით გაასწორებ თუ საჭირო იქნება
ყინვა არ არის საშიში, თუ სადმე მაღალმთიან რეგიონში არ ხარ
ზემოდან პლასტმასის ქუდი რომ დაახურო საკმარისია, ბეტონით ამოვსება ნამეტანი მაზოხიზმია
ბოძებს შორის დაშორება 3 მეტრზე ნაკლები არ არის სასურველი, თუმცა გაჭირვებაში 4-იც შეიძლება

მთავარია ე.წ. კატანკა მავთულით კარგად გაჭიმო ზედა და ქვედა მხარე რომ დეფორმაცია არ მიიღოს, ზოგი შუაშიც უყრის მავთულს, მაგრამ მგონი ზედმეტია
კატანკა 5მმ-იანი საკმარისია
This post has been edited by PAINKILLER on 21 Aug 2024, 23:47