#61495439 · 23 Aug 2024, 22:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგობრებო ესეთი კითხვა მაქვს და თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ: მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა რა დროსაც დამეჯახნენ უკნიდან და საპატრულო პოლიციამ თავისთავად გაამტყუნა პირი რომელიც დამეჯახა და შედგა შესაბამისი ოქმი, შემდეგ იკითხეს რომ ზარალის ანაზღაურებაზე თუ თანხმდებითო, რა დროსაც დამნაშავე პირმა დააფიქსირა სიტყვიერად რომ ამინაზღაურებდა ზარალს რაც საჭირო იქნებოდა. მას შემდეგ რაც დავითვალე ზარალის ხარჯი რაც რეალურად ჯდებოდა ავტომობილის გაკეთება დაიწყო პრობლემები, განმიცხადა რომ არ აქვს ფული ვერ გადაიხდის და ასე შემდეგ. მე ჩემის მხრივ შეღავათი გავუკეთე არ მინდოდა სასამართლოში სირბილი და შევთანხმდით კიდევ ერთხელ სიტყვიერად რომ ზარალის ნახევარს მაინც აანაზღაურებდა ისიც ეტაპობრივად. მიუხედავად ამ შეთანხმებისა მაინც არაფერი არ აუნაზღაურებია და საერთოდ დაიკარგა არც ტელეფონზე მპასუხობს და საერთოდ მაიგნორებს (სიტუაციას ართულებს ისიც რომ დამნაშავე პირი იმყოფება ხულოში მე კიდევ თბილისში ვარ და ფიზიკურადაც ვერ ვნახულობ) მსგავსი მატყტუარა და აფერისტი ადამიანი პირველად შემხვდა ცხოვრებაში, ჩემის მხრივ ვეცადე ყველანაირი შეღავათი გამეწია ადამიანურად და მისგან მივიღე მხოლოდ ტყული დაპირებები, იგნორი და შეურაწყოფა. შესაბამისად იმდენად გამამწარა უკვე რომ, პრინციპული საკითხია პასუხი ვაგებინო. იურისპუდენციისგან ცოტა შორს ვარ და იქნებ მირჩიოთ ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცე? 1) როგორც ვხვდები უნდა გამოვითხოვო საპატრულო ოქმი რითიც დასტურდება მისი ბრალეულობა. 2) ალბათ უნდა მოხდეს ოფიციალურად ზარალის შეფასება და ამ შემთხვევაში სამხარაულს უნდა შევაფასებინო აუცილებლად თუ ავტოსერვისის მიერ გაკეთებული შეფასებაც გამოდგება? (სხვა ვარიანტი თუ არის რამე)? 3) სასამართლოში უნდა შევიტანო აუცილებლად სარჩელი თუ არსებობს რამე უფრო მარტივი გზაც? სასამართლოში თუ უნდა შევიტანო სარჩელი თბილისშივე შემიძლია რომ შევიტანო სარჩელი? 4) შემდეგ რა ეტაპებია, როგორ ხდება ეს ყველაფერი და რამდენ ხანს იწელება პროცესი? პ.ს მანქანისთვის ხელი არ დამიდია როგორც იყო ავარიის დროს, ისევ ისე დგას და უკვე გავიდა თითქმის 4 თვე. თუ გაქვთ ვინმეს გამოცდილება მსგავს საკითხებში იქნებ დამეხმაროთ?!
--------------------
ვისაც ტანჯვის ეშინია, ის უკვე იტანჯება შიშისაგან!
|