ყველაზე მარტივია, რომ იყოს ის, ვინც ხარ

)
აი რო დაფიქრდე
უბრალოდ "რა მარტივიააა თუ ნამდვილია". არ გიწევს ზედმეტობებზე ფიქრი, იმაზე თუ სხვა რას იფიქრებს შენზე, როგორი გამოჩნდები ახლა ამას თუ იზამ და ა.შ .. შენ ისედაც განსაკუთრებული ხარ, შენნაირი არასდროს დაბადებულა და არც დაიბადება,
რატო უნდ ამივბაძოთ სხვას, როცა არააა ამის საჭიროება. მიბაძვის მიზეზები რა შეიძლება იყოს - მათნაირი ვიყოთ იმიტომ რომ უფრო წარმატებულები არიან? ან იმიტომ რომ უფრო მეტ სარგებელს ვნახავთ? ან იმიტომ რომ უფრო მეტ ადამიანს მოვეწონებით? მათთვის მისაღები ვიქნებით? და რაა?

)) ეს ხო ხელოვნური იქნება? რამდენი როლიც არ უნდა მოვირგოთ, დროებითია ყველაფერი, რამდენ ხანს შევძლებთ ამ ნიღბის ტარებას? რამდენ ენერგიას წაგვართმევს .. ან რატომ გვინდა, რომ ნიღბებიანი ვინმეს მოვეწონოთ, ეგრე ხო ჩვენს თავს ვამცირებთ, იმიტომ, რომ ესეიგი ვფიქრობთ რომ რეალური ჩვენი თავი არაა საკმარისი და ვაიძულებთ რომ "სხვანაირები" ვიყოთ. 0 ზე ეცემა ამ დროს თვითშეფასება ..
აქ კიდე მეორე უკიდურესობაა, როცა რაღაცებზე იმიტომ ამბობ უარს, რომ სხვებს არ დაემსგავსო. უმეტესობისთვის მისაღები რაღაც, ავტომატურად არ ნიშნავს რომ ცუდია .. ესეც კომპლექსია იმის რომ "სხვას არ დავემსგავსო" . არადა აი მარტივად რა. ამ ყველაფრის წამალია მარტო ერთი რაღაც: იყო ის, ვინც ხარ

გულწრფელობა საერტოდ ყველაფრის წამალია, შენ თუ გინდა თქვი გულწრფელად და არ მოგერიდოს, შეიძლება უბრალოდ არგინდა რამის თქმა ან გაკეთება, შენი არჩევანია. მაგრამ როცა გინდა, მაგრამ რაღაც კომპლექსის გამო ვერ აკეთებ ან ვერ ამბობ, აი ესაა პრობლემა. კომპლექსებიც სხვებზე ფიქრში მოდის. სამყაროში სულ მარტო რო იყო, არაფრის კომპლექსი იარსებებდა .. ისევ სხვებზე ვფიქრობთ უბრალოდ . overthinkingისკენ ვართ მიდრეკილი ადამიანების უმატესობა, და ესეც ამწვავებს ..
შეიძლება სხვების თვალში ძაან ძლიერი და მისაღები იყო, მაგრამ რეალურად არ ეთანხმებოდე და ამ ყველაფერს იმის გამო აკეთებდე, რომ მათ მოაწონო თავი. ამ დროს შენს თავთან არ ხარ მართალი. მაინც არ მოგასვენებს შინაგანად რაღაც და მაინც შეგაწუხებს, შებოჭილად იგრძნობ თავს. . ყველა გაღიარებს, მაგრამ შენი თავი არ გაღიარებს, შენს თავს ვერ გაექცევი .. და მეორესმხრივ: როცა ყველასთვის მიუღებელი ხარ, მაგრამ შენ გულწრფელი ხარ, ამ დროს შენს თავტან ხარ მართალი და ესაა ყველაზე დიდი სიძლიერე. რაღაც დიდი ძალა გეძლევა და უმარტივესად უმკლავდები ყველაფერს ამ დროს

)
საშუალოდ 75 წელი ვცოცხლობთ და კიდე ვინმეზე რატო უნდა იფიქრო და იდარდო სხვების თვალში როგორ გამოჩნდები? გააა***ას ყველამ, თუ ვინემსთვის მიუღებელია ჩემი ყველაფერი;დდდდ
ვერასოდეს სხვა შენზე მეტად ან ნაკლებად საინტერესო ვერ იქნება. ვიღაცის სახლში გატარებული 1 დღე იგივენაირად საინტერესოა, როგორც ვიღაცის მილიონ ადგილას გატარებული 1 დღე. ყველაფერი ინდივიდუალურია ..
ყველას თავის ცხოვრება აქვს, არ უნდა დაკარგო ინდივიდუალიზმიც, არ მიბაძო და არ შეეჯიბრო არავის უბრალოდ .