#61498540 · 25 Aug 2024, 16:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბევრ "ჭკუის დამრიგებელს" გადააწყდები, ზოგმა ფსიქოლოგი დაირქვა, ზოგმა ქოუჩმა ზოგმა ის და ზოგმა ეს, გესაუბრებიან გამუდმებით რაღაცის სიკარგეზე და რაღაცის სიცუდეზე, მერე კარგს აზვიადებენ ასევე ცუდს ბოლომდე აშავებენ. არსებობს გავრცელებული ფრაზა რომ "რაღაცა თუ ძალიან გინდა აუცილებლად გამოვა" რომ "რაღაცა რომ გააკეთო ძალიან მაგრად უნდა გინდოდეს და რაღაცას თუ არ აკეთებ ესეიგი არ გინდა და ა.შ. ანუ სურვილი საერთოდ რა არის? აქვს ამხელა მნიშვნელობა იმისთვის რომ რაღაც სასურველი შენამდე მოიზიდო? ხო არსებობს ისეთი მომენტიც რაღაც რომ გინდა მერე დაიკიდებ და მერე მოდის შენამდე. ან რაღაც გინდა ძალიან მიხვედი იქამდე და მიიღე ის რაღაც მაგრამ აღმოაჩენ რომ ეს ის არ არის რაც ასე ძალიან გინდოდა, თურმე იმდენად მაგარი არ ყოფილა იმ სურვილის ასრულება რაც მანამდე გეგონა რომ ბედნიერს გაგხდიდა. მემგონი საერთოდ უაზრო რამეა და კარგი არაფერი მოაქვს სურვილებს, ხასიათზე მოქმედებენ, სიმდვიდეს აკარგინებენ ადამიანს, თუ მიაღწიე მის ასრულებას სიცარიელეს აჩენს იმ მიზეზით რომ ან ისეთი არაა როგორიც წარმოგედგინა, ან იმდენი არ ღირდა რამდენი ძალისხმევაც ჩადე მის ასასრულებლად, ან ისე ჩაგითრია რომ დღემდე მისი ასრულებით ხარ შეპყრობილი და სხვა დადებით მოვლენას ვერ ამჩნევ და ა.შ. როგორ ფიქრობთ რა იწვევს სურვილების გაღვიძებას, გაძლიერებას მათ მიმართულებებს და ა.შ.? როგორ უმდა დათრგუნო სურვილები ან როგორ უნდა შეამცირო მისი გავლენა შენზე, ან როგორ უნდა მისცე მათ ჯანსაღი მიმართულება რომ არ დაზიანდე
|