leicakleze კიდიათ მაგათ ობიექტურობა, მით უმეტეს ინფორმაციის გავრცელების დასწრებაზე რომ არიან.
ჩემს ქუჩაზე ხანძარი იყო, რამდენიმე სახანძრო მანქანა მოვიდა და მალევე ჩააქრეს, არაფერი ისეთი არ იყო და დამწუხრებული ოპერატორი ამბობდა რა ტყუილად მოგვიყვანესო, გაუტყდა მსხვერპლი ან სერიოზული ზარალი რომ არ იყო

თან საქართველოში ჟურნალისტიკა თითქმის არ არსებობს, საკუთარ თავს ვერ დააფინანსებს გამომცემლობა, ამიტომ ატარებენ ვიღაცის ინტერესებს ფულის სანაცვლოდ. ყველაგან ასეა, მაგრამ ჩვენნაირ პატარა და ჩაბანძებ ქვეყნებში მით უმეტეს.
ბევრი ცნობილი წამყვანი პროფესიით ჟურნალისტი არც არის. კარგი ჟურნალისტები არ ჩანან, თორემ არსებობენ.
* * *
დიდად ვერაფერი გავიგე, მაგრამ მორალი და კანონია ზუსტად ძალიან ხშირად შემაკავებელი და უფრო მეტად მორალი.
საერთოდ არ ითვალისწინებ მას, რომ მორალი და კანონები შეიძლება თავად იყოს ადამიანის ბუნების ნაწილი , თუ რა თქმა უნდა ტარზანი არაა და ჯუნგლებში არ გაიზარდა.