dylan
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 21444
წევრი No.: 86401
რეგისტრ.: 11-March 09
|
#61943877 · 4 Mar 2025, 10:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2014
მედიტაცია და ინტუიცია ანუ მიახლოება თავისუფალ ნებასთან. დავაკვირდეთ ჩვენივე ცნობიერების ნაკადს, ანუ იმას, რა პროცესიც მიმდინარეობს ჩვენს თავში (ტვინში). რას აღმოვაჩენთ? ჩვენ დავინახავთ, რომ ჩვენი ცნობიერება წარმოადგენს ”ავგიას თავლას”, რომელიც სავსეა ათასგვარი სისულელეებით (რომ არ ვიხმაროთ უწმინდურობა). ჩვენი ცნობიერება მუდმივად ატრიალებს თითქმის ერთსა და იმავე აზრებს და ფიქრებს: ფულის შოვნის გზები, სექსუალური ფანტაზიები, მეგობართა, ახლობელ-ნათესავთა გამონათქვამების თუ საქციელების განხილვა-განკითხვა, წარსულის გადაცოხნა, მომავლის გეგმები, ოცნებები და ა.შ. ყველანი ვიქრობთ, რომ ყველაფერი ეს ჩვენი პერსონალური და ინდივიდუალური აზრები თუ ფიქრებია, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველას მიერ ნაცვეთი აზრებია, ისევე, როგორც 22 ფეხბურთელი ცვეთს ერთი და იმავე ბურთს. არაფერი ორიგინალური. ზოგადად ასეთია ჩვენი ეპოქის ადამიანთა ცნობიერების ნაკადი. არის ინდივიდუალური შეფერილობის განსხვავებები, იმის მიხედვით, რა სფეროსა და საქმიანობაში არის ადამიანი უფრო მეტად ჩართული, მაგრამ ეს დიდად ვერ გამოარჩევს პიროვნებას საერთო, კოლექტიური ცნობიერებისაგან. არიან ბუნტარები, რომლებიც არ დაეთანხმებიან გამოთქმულს და რომლებიც აგრესიულად განაცხადებენ, რომ მათი აზროვნება გამოირჩევა იდეალიზმით თუ რაღაც დიდი ორიგინალობით. ეს მეტწილად ახალგაზრდული ბუნტარიზმია და ეს კატეგორია ერთ ქვეკატეგორიად უნდა ვცნოთ -ბუნტართა კატეგორიად. ვაცალოთ, მათ- ”დრო გადაუვლის და დაუცხრობს ალებს.” (გალაკტიონი) უფროს თაობაშიც შევხვდებით ამგვარ ბუნტარებს, რომლებიც ასევე იჩემებენ, რომ მათი აზროვნება გასცდა ტრივიალურის სფეროს და მათ მაღალ მატერიებს მიაშურეს. (შემოდგომის ბუნტარები) ვაცალოთ ამ კატეგორიასაც; ეს არის კატეგორია, რომელსაც შეგვიძლია ასე მივმართოთ: ”ჯერ ჭკუა უნდა გესწავლათ და მერე დაბერებულიყავით.” (შექსპირი) არის რაიმე გამოსავალი ცნობიერების ამგვარი რუტინიდან? ძველ დროში ადამიანს გააჩნდა რწმენის ორგანო, ისევე, როგორც დღეს ჩვენ გაგვაჩნია მაგალითად სმენის ორგანო, და როდესაც იგი მიდიოდა ეკლესიაში მეტწილად ხელდასხმულ მოძღვართან ერთად შედიოდა ”ლოცვის სიმხურვალეში” (გალაკტიონი) ის შედიოდა სულის სამყაროში ანუ სულიერ ძალებთან კავშირში. ახლა ეს გადავიდა გამოშიგნულ ტრადიციაში და გახევდა დოგმაში, რადგანაც მატერიალიზმის შემოსვლამ ადამიანში დახუჭა ეს ”რწმენის ორგანო.” მრავალი აუჯანყდება ამგვარ მსჯელობას, მაგრამ რა ვქნათ ასეთია მკაცრი სინამდვილე. დავბრუნდეთ ”გამოსავალთან”. რადგანაც უკვა აღარ გაგვაჩნია ხსენებული რწმენის ორგანო, როგორ მოვიქცეთ? რა არის გამოსავალი? - სახარება, რაში შეღწევის ინსტრუმენტი ჩვენს დროში ერთად-ერთია; ეს არის მედიტაცია. მედიტირების ხელოვნებას რასაკვირველია უძველეს დროშიც მიმართავდნენ და და უძველეს დროშივე დახვეწეს. აქ შეიძლება გაჩნდეს კითხვა: თუკი იმ დროში ადამიანს გააჩნდა რწმენის ორგანო, მაშინ რა საჭირო იყო დამატებით მედიტირება? მედიტირება საჭირო იყო იმისთვის, რომ მიხმარებოდნენ ხსენებულ ”რწმენის ორგანოს” და მეტი სიცოცხლე მიენიჭებინათ მისთვის. (ამ საკითხზე მეტად ნუღარ განვივრცობით) მედიტაცია ნიშნავს გონების დაცლას ყოველივე იმისაგან, რითიც ის არის სავსე (ამაზე ზემოთ ვისაუბრეთ) როდესაც გონება სავსეა ათასი, არაფრის მაქნისი აზრებით, ამ სისავსეში ადგილი აღარ არის ადგილი და სივრცე, რომ რაიმე ახალი და ორიგინალური შემოვიდეს. გონება გამუდმებით ცოხნის ერთსა და იმავე აზრებს და ამ ცოხნას არ აქვს დასასრული. როდესაც ადამიანი სხვადასხვა გარემოებების გამო (ნურც ამ გარემოებებზე განვივრცობით) შედის ”მოწყენაში” ანუ ადამიანი, ვისთვისაც ”ცხოვრება ხდება ვიწრო გალია” (გალაკტიონი) თავიდან არაცნობიერად იწყებს ”რაღაც ახალის” ძიებას, სწორედ ამგვარი ადამიანებისთვის არის გამოსავალი მედიტაციამდე მისვლა. (სხვებმა კი დაე, ჯერაც დარჩნენ ცოხნაში). მედიტირება კი იწყება იმით, რომ ადამიანი თავიდან მომაბეზრებელი და მოსაწყენი კონცენტრირებით ცდილობს გონებაში არ შემოუშვას აქამდე მისთვის ახლობელი და ჩვეულებრივი, მოხეტიალე აზრთა ლეგიონები და იწყება ბრძოლა შეჩვეულ ჭირს და შეუჩვეველ და ჯერ გაურკვეველ მდგომარეობას შორის. ნამდვილად, ეს არის ნერვების მომშლელი დასაწყისი, დასაწყისი, რომელსაც უნდა დიდი შინაგანი ძალისხმევა და თანაც არ იცი რა იქნება ამ ძალისხმევის შედეგი. არ იცი, რა შედეგზე ხარ ორიენტირებული. თუ მოხდა და ადამიანმა გარკვეული დროის განმავლობაში შეძლო გაძლება და რუდუნებით აგრძელებს ამ პროცესს, ნელა და თანდათან, განსაკუთრებით ძილის მდგომარეობაში, ის იწყებს რაღაც ახალი შეგრძნებების შემჩნევას. მისი სიზმრები ნელნელა იძენენ ფერებს, სიცხადეს; ღვიძილში გადმოსვლისას მას ღამისეული განცდებიდან გამოჰყვება ბუნდოვანი განცდა, რომ ის ”წუხელ სადღაც უცნაურ სამყაროში იყო.” ასევე თანდათან, დღის ცნობიერებაში შემოიჭრებიან სრულებით ახალი, ზოგჯერ გამაოგნებელი და ხანაც შემაშინებელი გამონათებები. მეტი გარკვეულობისთვის ვცადოთ: დავჯდეთ მოხერხებულ მდგომარეობაში (ხერხემალი გამართულ, ვერტიკალურ მდგომარეობაში უნდა გვქონდეს), დავხუჭოთ თვალები და ჩვენი გონება ჩვენივე ცნობიერებისკენ მივმართოთ. ვცადოთ, შევიგრძნოთ ან ვიფიქროთ მხოლოდ ერთ რაიმე საგანზე, მაგალითად გავიხსენოთ რომელიმე კარგი პეიზაჟი, რომელიც ჩვენი წარსულიდან გვახსოვს. ჩვენი წარმოსახვიდან ამოვიხმოთ ეს პეიზაჟი და ვცადოთ თუნდაც ნახევარი წუთის განმავლობაში სხვა წარმოსახვა ან აზრი, თუ ფიქრი არ შემოვუშვათ გონებაში. ბევრი იტყვის, - ამას რა უნდაო. აბა ვცადოთ! აუცილებლად აღმოვაჩენთ, რომ ეს თითქმის შეუძლებელია და ათასი ფიქრი თუ აზრი შემოგვიტევს და დაგვაკარგვინებს კონცენტრირებას არჩეულ წარმოსახვით სურათ-ხატზე. გაგვახსენდება, რომ 3 საათზე ვიღაცას უნდა შევხვდეთ, მოვა აზრი, რომ დროა სიგარეტი მოვწიოთ და უამრავი რამე. ეს არის სრული ქაოსის დანახვა ჩვენს გონებაში და მედიტაცია ნიშნავს ქაოსის გადაყვანას კონტროლირებად აზროვნებაში. როდესაც ამგვარ მცდელობას აგრძელებ და ეს მცდელობა ძალზე დამთრგუნველად მოქმედებს ნერვებზე, თანდათან მოხეტიალე აზრთა შორის ჩნდება ცარიელი ინტერვალები, სიცარიელის, ან სიჩუმის ინტერვალები და წარმოდგენილი სურათ-ხატი ან რაიმე აზრი, რომელიც გსურს, რომ დიდხანს ”დაიჭირო”, თანდათან მეტხანს რჩება გონებაში და თანდათან გონება შედის რელაქსაციაში, რასაც მოჰყვება ზევით ნახსენები გამოხატულებები ჯერ ძილის და მერე ღვიძილის მდგომარეობაში. ამას უკვე მოჰყვება ინტუიციის გააქტიურება. იმედია შემდგომში გავაგრძელებთ......
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|