მე ადრე არაერთხელ დამიწერია, რომ ხიხო ივანიშვილი და მისი ქოცრეჟიმი, აპირებს აფხაზეთისთვის და ცხინვალისთვის "სახელმწიფოებრივობის სტატუსის" მინიჭებას.
კრემლის დავალებვით გეგმა არის შემდეგი, პირველ ეტაპზე - "ქართველი ომის დამნაშავეების გასამართლება", შემდეგ - "საქართველოს როგორც დამნაშავე მხარის გამოცხადება", ამის შემდეგ "საქართველოს მხრიდან ოსი ხალხის მიმართ ომის დანაშაულებზე ბრალის აღიარება", ბოლოს კი, "სახელმწიფოებრივობის სტატუსის მინიჭება ცხინვალისთვის, და მათ შორის აფხაზეთისთვისაც".
ამის მერე კი იქნება ქოცური ზღაპრები "კონფედერაციაზე" (კონფედერაცია დგება სუვერენულ სახელმწიფოებს შორის), მაგრამ რა თქმა უნდა არანაირი "კონფედერაციაც" არ იქნება, იქნება მხოლოდ ჩაჯმული და შერცხვენილი საქართველო, რომელსაც ერთმა მახინჯმა და ფსბ-ს აგენტმა ოლიგარქმა ბოლოს წინა ლურსმანი ჩააჭედა.
ივანიშვილი - "26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები"
This post has been edited by გიო88 on 14 Sep 2024, 20:19