ბატონი ბიძინას კობახიძე დააპაშოლეს, ხმები გამოდის, რომ თავფანჩარას წრეზე ჩამოტარებით პანჩურებიც კი ურტყესო, ასე იცი "GWP-სთან" დატაკებამ 
"ამერიკის ხმის" ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კობახიძეს მიღებაზე მიწვევა გაუუქმა, გარდა ამისა, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა | ინფორმაციას "ამერიკის ხმას" ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირი და კიდევ ერთი წყარო კონგრესიდან უდასტურებს
ჯო ბაიდენი 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს.
"ამერიკის ხმისთვის" ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ ნაბიჯის მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევა და რიგი ნაბიჯებია, მათ შორის, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა" და "აირჩიე ევროპას" წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ასევე მმართველი ძალის მიერ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადებები. "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, უკანასკნელმა კომუნიკაციამ საქართველოს მთავრობასთან, არ მისცა ამერიკის ადმინისტრაციას იმედი, რომ თბილისი კურსს შეიცვლის. არამედ, პირიქით, ადმინისტრაციას, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები არწმუნებს, რომ მას გადაწყვეტილი აქვს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა" | წერს გამოცემა
This post has been edited by გიო88 on 25 Sep 2024, 12:02