#61716282 · 23 Nov 2024, 13:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა.
საკმაოდ ზედაპირულად გადმოცემთ ფაქტობრივ გარემოებებს.
ვინაიდან ზოგადად გაქვთ დასმული საკითხი, ზოგადად გიპასუხებთ.
ანგარიშის დაყადაღება ესე უბრალოდ არ ხდება ყადაღის წარმოშობისთვის საჭიროა , სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება ან/ სასამართლოს სააღსრულებო ფურცელი ან შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, აღმასრულებლის წერილობითი მოთხოვნა საბანკო დაწესებულების მიმართ თქვენს ანგარიშებზე გავრცელდეს ყადაღა.
იმ საბანკო დაწესებულებებში სადაც დაგედოთ ყადაღა უნდა გამოითხოვოთ ინფორმაცია რის საფუძველზე დაგედოთ ყადაღა შემდეგ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მიხვიდეთ იმ დაწესებულებაში ვისი მოთხოვნის საფუძველზე დაგედოთ ყადაღა და გამოითხოვოთ ის დოკუმენტაცია რის საფუძველზე დაგედოთ ყადაღა , როდესაც გაეცნობით დოკუმენტაცია მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გადაწყვეტთ გაასაჩივროთ თუ არა ეს დოკუმენტები.
ვინაიდან არ იცით რის საფუძველზე დაგედოთ ყადაღა ძნელია განსაზღვრო ქართუში დაგედებათ თუ არა ყადაღა , გამორიცხული არაფერია.
ხელფასი საიდანაც გერიცხებათ თხოვეთ რომ დროებით საკითხის გარკვევამდე ხელფასი გადაგიხადონ ნაღდი ანგარიშსწორებით.
--------------------
ვაი დამარცხებულთ!
ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
|