ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები - ირაკლი კენჭოშვილი
21 წთ.
ცოტა რამ ლუდის შესახებ.
მოგეხსენებათ, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად მატულობს ლუდის მოხმარებაც. სანამ დაიწყებთ ლუდის გადამეტებულად მოხმარებას გირჩევთ გაეცნოთ მის რამოდენიმე უკუჩვენებას:
1. ლუდი არაყზე მავნებელია, რადგან 100-ჯერ მეტ შხამიან ნივთიერებებს (მეთანოლი, ეთირები და სხვ.) ინარჩუნებს დუღილის პროცესში, ვიდრე არაყი.
2. ლუდის ალკოჰოლიზმი – ურთულესი ფსიქოგოლიური დაავადებაა. ლუდის მოხმარებისთვის არ არის საჭირო სუფრის გაშლა, ან რაიმე მიზეზის მოძებნა დასალევად: ლუდი შეიძლება დალიო მარტომ, ძმაკაცებთან, სახლში, ქუჩაში, დამჯდარმა, ფეხზე მდგომმა და ა.შ. ამიტომ ნარკოლოგიის კუთხით ლუდის ალკოჰოლიზმი არის ალკოჰოლიზმის ურთულესი ფორმა, რომელიც ძნელად ინკურნება.
3. ლუდი არის უდიდესი თავის მოტყუება. ერთი ბოთლი ლუდი არის 50-100 გრამი არყის ექვივალენტი სიმაგრის/გრადუსის მიხედვით. 5-6 ბოთლი ლუდის დალევით თქვენ იღებთ ერთი ბოთლი არყის ეთილის სპირტის დოზას. ადამიანი, რომელიც დღეში სვავს ერთ ბოთლ არაყს, არის გამოუსწორებელი ალკოჰოლიკი, მაშინ როცა 2-3 ლიტრი ლუდის დალევა ითვლება ნორმალურ მოვლენად.
4. ახალგაზრდების უმრავლესობას თავდაპირველად არ მოსწონს ლუდის გემო, მაგრამ დალევას მაინც იწყებს, რათა დაამტკიცოს რომ ზრდასრულია და კარგი ტიპია.
5. ბევრი ფიქრობს, რომ ლუდის მოხმარებით იკმაყოფილებს ვიტამინების და მიკროელემენტების დღიურ მოთხოვნილებას. ვიტამინები ლუდში ხვდება ალაოდან, რომელიც მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით. თუმცა ლუდის მომზადების პროცესში ვიტამინების კონცენტრაცია მინიმუმამდე მცირდება.
6. ლუდი გამორეცხავს ორგანიზმიდან მიკროელემენტებს, განსაკუთრებით კალიუმს, მაგნიუმს და ვიტამინ C-ს. კალიუმის დეფიციტი ორგანიზმში იწვევს გულის მუშაობის რიტმის დარღვევას, იწვევს კანის სიმშრალეს, ფეხებში სისუსტეს. მაგნიუმის დეფიციტი იწვევს გუნების გაფუჭებას, ადამიანი მალე ღიზიანდება და ცუდად ძინავს. ვიტამინ C-ს გამორეცხვით ეცემა იმუნიტეტი, ვითარდება ტვინის ჰიპოქსია, ხშირად ავადდება გრიპით.
7. თირკმელებს უწევთ დიდი რაოდენობის ლუდის გატარება და გაწმენდა, ამიტომ თირკმელებისთვის ლუდის სარგებლობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
8. ზოგიერთი თვლის, რომ ლუდი კარგია პოტენციის მოსამატებლად. სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირადაა. თირკმელებზე ტოქსიკური მოქმედების გამო ალკოჰოლი ბლოკავს ანდროგენების გამომუშავებას, რომლებიც განსაზღვრავენ სექსუალურ ლტოლვას. ამიტომ ლუდის ბოროტად გამოყენება სექსუალური ლტოლვის დაქვეითებით დაგიჯდებათ.
9. მამაკაცებში ლუდის გადამეტებული სმის შედეგად ორგანიზმი გამოყოფს ნივთიერებას – ესტროგენებს, რომელიც თრგუნავს მამაკაცურ ჰორმონს ტესტოსტერონს, რაც შემდგომში იწვევს მამაკაცის ფიგურის სახეცვლილებას: იზრდება მკერდის ჯირკვლები, მსხვილდება გვერდები და საჯდომი.
10. ქალებში ლუდის ხშირი გამოყენება ზრდის სიმსივნის განვითარების ალბათობას. ხოლო ქალები, რომლებიც მოიხმარენ ლუდს პატარა ბავშვის მკერდით კვების პერიოდში, შეიძლება ბავშვებში გამოიწვიოს ეპილეპტიკური კრუნჩხვები. ასევე ქალებს უბოხდებათ ხმა.
ბოლოს მინდა ხაზი გავუსვა, რომ მე საერთოდ ლუდის დალევის წინააღმდეგი კი არა ვარ და ვინმეს კი არ ვაშინებ, უბრალოდ გირჩევთ, რომ ლუდი მოიხმაროთ ზომიერად და არ გადააჭარბოთ, ასეთ შემთხვევაში თქვენ სიამოვნებასაც მიიღებთ და ჯანმრთელობასაც არ დაიზიანებთ.
არადა როგორ უნდა შეველიო ლუდს. სხვა რამეებით უნდა დაბალანსდეს ალბათ.
არა არს დაფარულ...