თუ გადავხედავთ ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიას ძირითადად ასპექტებს მოიცავს
1. გლობალური ომის პარტია და მისგან მომდინარე საფრთხე.
2. უცხოური ძალების გავლენის შემცირება ქვეყნის მართვის საქმეში
3 იდენტობის შენარჩუნებას.
აქ საქმე იმას არ ეხება რომ ქოცების აღნიშნული გზავნილები პროპაგანდისტულია და საკუთარი მხარდამჭერების გრძნობებზე თამაშობენ. სიმართლე რომ ვთქვათ ეს პროცესი ქოცებს არ დაუწყიათ. "ქართველობას გვართმევენ" , "წაგვლეკეს ჩინელებმა და ინდოელებმა" მსგავსი პროტესტები ადრეც ისსმოდა. ქოცებმა კარგად შეისწავლეს ქართველების დიდი ნაწილის ფსიქოლოგია და საარჩევნო კამპანიაც ისე წარმართეს რომ ადამიანების გრძნობებზე ეთამაშათ.
ოცნების მთავარ მესიჯს თუ შევეხებით საკუთარი ამომრჩევლებისადმი, მთავარ საფრთხედ მისტიურ გლობალური ომის პარტიას წარმოაჩენენ, რომლითაც თანდათან ჩაანაცვლეს მთავარი მტერი რუსეთი. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ქართველობის წართმე და იდენტობის წართმევაზე. კი მაგრამ ვინ არის ეს მისტიური ომის პარტია ? ის ვინც 2008 წელს ნაციონალებს ომი დააწყებინა, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში ეხმარება ე.ი. აშშ-ს და ევროკავშირის სახელმწიფოფოების მთავრობები. შესაბამისად ნათელი გახდა თუ ვის თვლიან ომის პარტიის ლიდერებად . ახლა შევეხოთ მეორე საკითხს, კერძოდ კი ქართული ოცნების მთავარ სლოგანს " მხოლოდ ღირსებით, მშვიდობით, კეთილდღეობით ევროპისკენ".
თუ ერთი მხრივ ქართული ოცნება საკუთარ ამომრჩეველს ეუბნება რომ ჩვენთვის მთავარი საფრთხე გლობალური ომის პარტია არის, ზემოთ უკვე გავარკვიეთ თუ ვის თვლიან გლობალური ომის პარტიად, მეორე მხრივ კი ამბობს რომ ღირსეული გზით უნდა შევიდეთ ევროკავშირში. თუ ჩვენი ომში ჩათრევა, იდენტობის წართმევა უნდათ, ებრძვიან ეკლესიას , მაშინ გამოდის რომ ქოცები თავად გვექაჩებიან ომისკენ, აკი თავად გვეუბნებიან საკუთარ საარჩევნო სლოგანში ამას.
https://en.m.wikipedia.org/wiki/Global_War_Party თუ შევაჯამებთ თემას გამოდის რომ ქართული ოცნება საკუთარ ამომრჩეველს ატყუებს, ეუბნება რომ იმ ბლოკში უნდა გავერთიანდეთ, რომლებიც ქოცებისვე თქმით ჩვენი მთავარი მტერია.
This post has been edited by artavazi on 28 Sep 2024, 21:53
მიმაგრებული სურათი