#61576015 · 30 Sep 2024, 14:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს ვიდეო გეცოდინებათ.
დააკვირდით თარიღს. მას შემდეგ ქვეყანა გაიყიდა ივანიშვილზე და მის ბანდაზე. გავიდა დრო და ახლა უკვე იმ პერსონაჟის ადგილას, მთლიანად ქვეყანა დაგვაყენეს.
აქ უნდა ყოფილიყო გინება რამიშვილის, ივანიშვილის, პუტინის და ა.შ.. თუმცა, გინებით საქმე არ კეთდება.
გამოსავალი ერთია და ეს მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ-ჩვენი წვლილი პასუხისმგებლობა ავიღოთ და დაველაპარაკოთ, ავუხსნათ, შევაგნებინოთ მათ, ვინც ვიცით რომ ტვინგამორეცხილია. მოკლედ დაველაპარაკოთ მათ, ვინც ვიცით, რომ 41-ს არჩევას აპირებს.
კი საუბარი იქნება ძალიან მძიმე, მაგრამ ყველანარიად შევეცადოთ, ფაქტებით და ლოგიკით დავანახოთ ის, რომ რუსეთში მიგვათრევენ, გვაქცევენ რუსეთის მონად და ამასთან გვართმევენ პატიოსნებას, ღირსებას, ადამიანობას, თავმოყვარეობას და ამასთან ქართველობას.
გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ შემდეგ არ ვთქვათ: "კი შემეძლო, მაგრამ დამეზარა"
ხვალ უკვე 1 ოქტომბერია, არჩევნებამდე რჩება სულ რაღაც 26 დღე. დრო ცოტაა, მაგრამ ჯერ კიდევ არის.
|