ვახ ესენი ვინ არიან მოკლედ
თურქეთი დღემდე არ აღიარებს სომხების გენოციდს და მწვავედ ეკიდება საერთოდ ვიღაცა რომ ახსენებს სადმე ამ საკითხს, ვერცერთ აზერბაიჯანელს ვერ ათქმევინებ ჩვენ დანაშაულები ჩავიდინეთ ყარაბაღელი სომხების წინაშე და მაგიტომ გამოგვეყვნენ, არასაკმარისად ტოლერანტულები ვიყავითო, ეგ კი არა იაპონიაც კი არ აღიარებს ბევრ რამეს ჩინეთის მიმართ, არადა ისეთები აქვთ ნაკეთები მეორე მსოფლიო ომისას

ხოდა, ჩვენ რა დანაშაული გვაქვს ვითომ ესეთი ამ მოღალატეების თქმით, რომ უნდა დავდგეთ მთელი ქვეყანა და ბოდიშები ვუხადოთ სეპარატისტებს, როდესაც რეალურად აქეთ მოგვიწყვეს ეთნოწმენდა? ქვეყანა არ არსებობს რომელიც ამ დროს "თავის დანაშაულზე" და "შეცდომებზე" დაიწყებდა საუბარს
საერთოდ როგორ გაბედეს ამ თემის ესე ხსენება, რომ თითქოს ჩვენ ვართ დამნაშავეები კონფლიქტში და ბოდიში გვაქვს მოსახდელი, ძალიან ძვირად უნდა დაუჯდეთ მთელი ქვეყნის თავმოყვარეობის საერთაშორისო მასშტაბით გადათელვის მცდელობა, აი მარტო ამ განცხადებების გამო უნდა წააგონ არჩევნები, სულ რომ იდეალური მთავრობა იყვნენ ყველა სხვა საკითხში
This post has been edited by Mercurial on 1 Oct 2024, 01:03