#61584635 · 4 Oct 2024, 17:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ის რაც ლავროვმა განაცხადა რამდენიმე დღის წინ და ქოცები აღტკინები შეხვდნენ, პროპაგანდისტებით დაწყებული მაღალი თანამდებობის პირებით დამთავრებული, სინამდვილეში კი ლავროვს არაფერი ახალი არ უთქვამს. რაც თქვა მაგას აფხაზები წლებია ითხოვენ. რომ დაამყარონ კარგი ურთიერთობა ქართველებთან როგორც მეზობლებთან.
მაგათი უზენაესი მიზანია ეს, საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება და ის რაც ლავროვმა თქვა მაგის აღსრულება ნიშნავს იმ ბრძოლის გამარჯვებამდე მიყვანას რაც დაწყებული აქვთ წლებია. საქართველოს მიერ მაგათი მეზობლად აღიარება და ურთიერთობის დალაგება არსებული ე.წ. ახალი რეალობის პირობებში, არის დიდი წერტილი. მაგის მერე აფხაზეთი გახდება დამოუკიდებელი და ყველა აღიარებს.
ამ ყველაფერს კი ქოცნება გვასაღებს დადებით სიგნალად...
აგერ 2020 წელს დამტკიცებული საგარეო პოლიტიკის გეგმა. აფხაზი სეპარატისტების მიერ. რომელსაც რათქმაუდნა რუსეთიც მხარს უჭერდა.
QUOTE | ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებასა და საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებაცაა ნახსენები. არ აღიარებულმა პრეზიდენტმა ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების განკარგულებას ხელი მოაწერა. კონცეფციის თანახმად, დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპებია:
ეროვნული ინტერესების პრიორიტეტულობა; გარე გამოწვევებსა და საფრთხეებზე აქტიური რეაგირება; მრავალდონიანი გარე კონტაქტები; თანამშრომლობის ღიაობა, რომელიც თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემას ემყარება. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ეროვნული ინტერესების შესაბამისად, საგარეო პოლიტიკური ძალისხმევა შემდეგი მიზნების მიღწევას ისახავს მიზნად:
ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოქალაქეების დაცვა, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცება; ე.წ. სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის ხელსაყრელი გარე პირობების შექმნა, დახმარება უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და საზღვარგარეთ აფხაზეთის სავაჭრო-ეკონომიკური ინტერესების ხელშესაწყობად; საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა; რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და განმტკიცება; ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის განვითარება და განმტკიცება სახელმწიფოებთან, რომლებმაც ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს; ოკუპირებული რეგიონის შემდგომი საერთაშორისო აღიარება; აფხაზეთის დიასპორასთან ურთიერთობის გაძლიერება მსოფლიოს ყველა რეგიონში;
აფხაზეთის პოზიტიური საერთაშორისო იმიჯის ფორმირება და განმტკიცება;
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარება და საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება;
დახმარება კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში; აფხაზეთში გლობალურ და რეგიონალურ საერთაშორისო ინსტიტუტებში შესვლის მცდელობების გააქტიურება. |
https://on.ge/story/71167-%E1%83%91%E1%83%9...YEJvuJ6EaF89XvQ This post has been edited by manuchari123456 on 4 Oct 2024, 17:17
|