კობახის გამოსვლას ბიძინი არ ესწრებოდა, როგორც ჩანს კობახს და ბიძინის შორის შავმა კატამ გაირბინა. განსაკუთრებით აშშ-ში ჩაფლავების მერე
მარა იხტიბარს არ იტეხს და 2024 ის საარჩევნო პროგრამა/გეგმა წარმოადგინა:
1. 2028 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა 130 მილიარდამდე გავზრდიო
2. 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მზად იქნება ევროკავშირში გასაწევრიანებლად (სამაგიეროდ 2024 ში გვითხრეს რო პროცესი შეჩერებულია, მარა მე ნუ მომაქცევთ ყურადღებას, განაგრძეთ გეთაყვა)
3. რუსთავის მიმდებარედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კამპუსს ავაშენებ ხალხის ფულითო
4. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 20 000-ს გადასცდება სტუდენტების რაოდენობა, ამაში ბიძინი სერიოზულ მაყუთს ჩადებსო (თანხა ვერ გაირკვა, რამდენია ეს "სერიოზული")
5. ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარის გამოყოფა ხელოვანთა მხარდასაჭერად
6. საჯარო სამსახურებში მომავალ წელსაც გაიზრდება ხელფასები, თუმცა საბავშვო ბაღების პერსონალს, ასევე, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს, პირველი იანვრიდან „სუფთა 100 ლარით“ გაეზრდებათ ხელფასები.
7. "ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალ წელს, მას შემდეგ რაც დასრულდება უკრაინაში ომი, შემხვედრი ნაბიჯებიც იქნება გადადგმული, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გადატვირთვას, როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის მიმართულებით“ - ეს ბოლო ციტატაა, გასაგები დებილური მიზეზების გამო
8. NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრირორიტეტი
9. ასევე, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება
10. ახალი სტადიონი თბილისისთვის, 70 000 მაყურებელზე გათვლილი, რომ თბილისში 2028 წლისთვის ვუმასპინძლოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალს.
11. უმუშევრობის შემცირება 4%-მდე (200 000 ახალი სამუშაო ადგილი)
12. საშუალო ხელფასის გაზრდა 3500-ლარამდე
ეს რა არი ბიჭო?

მგონი ღარიბა 3.0 იქნება ბოლო თვე.
This post has been edited by Internet_Contraband on 8 Oct 2024, 02:00