#61592109 · 8 Oct 2024, 17:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნაცქოცები რომ ერთი მედლის ორი მხარეა ამაზე აღარ შეგაწყენთ თავს. ი. კობახიძის შემოგდებულ პროვოკაციულ შეკითხვას, ,,აბა ომი გინდათ?" ხალხის უდიდესმა უმრავლესობამ, რომ უარყოფითად უპასუხა არ არის გასაკვირი. დედამიწაზე არ მეგულება არც ერთი გიჟიც კი, რომელიც ომსა და მშვიდობას შორის ომს აირჩევს და არც ეს არის გასაკვირი. ისიც ყველამ კარგად ვიცით, რომ მშვიდობას აქვს თავისი ფასი, რომ ისიც გაცვლის საგანია. (მაგალითად აფხაზეთში მომხდარი უბედურების შემდეგ, ავად სახსენებელმა შევარდნაძემ არა ართხელ განაცხადა ,,ტერიტორიები მშვიდობის ნაცვლად") აქედან გამომდინარე, ქოცების შემოთავაზება ბოდიშის თაობაზე ანუ ბოდიშიზმი და კონსტიტუციური უმრავლესობის მოთხოვნა, რაც ოკუპირებული ტერიტორიების გასაცემად სჭირდება, არ ახალია, ძველია!.. უფრო მეტიც, ქოცები გვთავაზობენ მშვიდობას ყველაფრის ფასად, რაც ომზე უფრო ძვირი არის ყოველთვის!... ქოცხელისუფლება გვემუქრება და აცხადებს, თუ მე არ ამირჩევთ ისევ, მიიღებთ ომს და ამ მუქარამ მეტად და მეტად გაამძაფრა სტრესი საზოგადოებაში. მთელი ოპოზიცია ასოცირდება ომის პარტიასთან. ქოცებს კი იმდენად მშვიდობა არ აინტერესებთ რამდენადაც მამაძაღლობით ნაშოვნი მილიონებისა და პრივილეგირებული მდგომარეობის შენარჩუნება!... ესეც არ არის ყველაფერი, რუსეთი ცდილობს ქოცხელისუფლების დახმარებით იურიდიულად გადაიფრომოს მის მიერ უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ნაწილები, ამის შემდეგ აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა დარჩენილ საქართველოსთან, საბოლოოდ დაგვაბრუნოს თავის გავლენის სფეროში, ისე, რომ სხვა მხარეზე გახედვის უფლებაც კი აღარ დაგვიტოვოს, ანუ დაგვიმონოს!.. და ამ მიზანს რუსეთი მიაღწევს ერთი გასროლის გარეშეც კი, თუ მოღალატე ქოცების პროვოკაციულ შეკითხვას ,,აბა ომი გინდათ?" არ ვუპასუხებთ მტკიცედ და გადაჭრით, ,,არა, ჩვენ თავისუფლება გვინდა!..." ამიტომ, 26 ოქტომბერს მოგვიწევს არჩევანის გაკეთება არა ომსა და მშვიდობას შორის, არამედ თავისუფლებასა და მონობას შორის!!!
|