#61597718 · 11 Oct 2024, 11:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
განა კაცია ტვინ-თხელა, ბევრს რომ ფარფატებს ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!
არია მთელი ოჯახი, ერთი-მეორეს წაგვკიდა, მქადაგებელმა ძმობისა ძმობა პირველმა გაყიდა.
რას სჩადის, არც თითონ იცის, ვაი რა ფრიად ცეტია! ვინაც ტვინ-თხელას უგონებს, იმაზე სიტყვა მეტია.
არ იქნა, როდი შევიგნეთ თავი და ბოლო ჩვენია. ისევ ჩვენზედა მართლდება ნათქვამი ძველის-ძველია,
წინ გვიძეს მაგალითები, ცხონდა ამისი მთქმელია: “ციხე როს შიგნიდან ტყდება, მაშინ იმარჯვებს მტერია”.
ტვინ-თხელაძეთა მიმყოლი რა გზას გაიკვლევს ერია?! ღმერთო, გვაშორე, ეს ღვარძლი საიდან გამოგვერია?
სად გაგონილა, მითხარით, ნამდვილი მწყემსი ფარისა რომ მგლებს უსევდეს სამწყსოზე, საამებელად თვალისა?
ყოფილა, არა მჯეროდა, მტერობა თავის-თავისა. ალბათ ყოფილან კაცები, ვისც თავში ტვინი ჰქავისა. ვერა შველს ვერა წამალი და ვერც გამოცვლა ჰავისა...
--------------------
Love is the answer and you know that for sure Love is a flower, you got to let it, you got to let it grow (c) Lennon
Каким бы буйным не был бык, на банке пишется тушёнка!
Time waits for no one!!!
Слава Україні, Героям слава!!! Слава нації. Смерть ворогам!!!
|