გამარჯობა! მაქვს ფრიად სპეციფიკური კითხვა. სოფელში გვინდა ბოჭკოვანი ინტერნეტით რო შემოვიდეს რომელიმე პროვაიდერი და გვაინტერესებს რამდენად აქვს აზრი განცხადების დაწერას. სოფელი მდებარეობს ბათუმიდან 15 კილომეტრში, ბათუმი-ახალციხის ცენტრალური გზის მიმდებარედ, საკმაოდ ხელმისაწვდომ ადგილას. ფოტოზე ნაჩვენებ პუნქტ 1-ში არის მაგთის ბოჭკოვანი ინტერნეტი, სხვა პროვაიდერი ახლომდებარედ არ არის წარდგენილი (უახლოესი სილქნეტი და სქაიტელი 5 კილომეტრშია). პუნქტი 2 და 3 არის ორი გვერდიგვერდ მყოფი სოფელი რომლებშიც 900-900 კაცამდე მოსახლეა და ორივე სოფელი დაიქსელა, ბოჭკოვანი კაბელებით, სახელმწიფო პროგრამით 1 წლის წინ. რამდენად აქვს აზრი განცხადების დაწერას მაგთში, სილქნეტში, ან სქაიტელში. ან ორი სოფლიდან ერთად რო დაიწეროს განცხადებები უფრო ხო არ იზრდება დაკმაყოფილების შანსი?
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)