აი ეს ვიდეომასალა ჭეშმარიტად ასახავს ქოცური ყოფის ჭეშმარიტ არს - "ორმოცდაერთიანელთა ყოფა ბესეტკაში".
შეხედავ და გული სიამაყით აგევსება, რა ინტელექტი და რწმენა გამოსჭვივით ჩვენ ორმოცდაერთიანელ დუპუტატ-მოციქულებს! და ისიც ბატონი ბრძენი ბიძინას საღვთო წყალობით... თქვენგან, მოქირქილე ურწმუნოებისგან განსხვავებით, ძალიან ღრმად სწამთ ჩვენს ორმოცდაერთიანელ მოციქულებს ბატონი ბრძენი ბიძინას მძიმე ჯვრის!
ისე, უკვე დროა რამე რელიგიურ ორგანიზაციად ვაკურთხოთ ეს ორმოცდაერთიანელები. ამისთვის ორმოცდაერთიანელები ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ - ყავთ თავიანთი ბიძღმერთი, ყავთ თავიანთი სულიწმინდა და ძე ღმერთი, აქვთ თავიანთი ბიძსახარება, ყავთ საკუთარი ორმოცდაერთიანელი მოციქულებიც

ერთი ბატონმა ბრძენმა ბიძინამ წყალზეც თუ გაიარა და ეგ გვაკლია
This post has been edited by გიო88 on 14 Oct 2024, 15:51