საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თემის ოცდამეცხრე ნაწილი.

2012 წლის 20 მაისს იმერლები ზედიზედ მეორე ოქროს დაესაკუთრნენ ..

2011 წლის 14 მაისს კლუბის ისტორიაში პირველად ზესტაფონელები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ ..

2011 წლის საქართველოს სუპერთასის მფლობელი

2007-2008 წლების დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული "ყაზბეგის" თასის მფლობელი საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი"
2007-2008 და 2009-2010 წლების ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების მფლობელი.
კლუბის ლოგო .

წინა თემები.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
* * *
ისტორია !
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ფეხბურთს საქართველოში XX-ე საუკუნის დამდეგიდან დაედო სათავე. ქალაქ თბილისში ფეხბურთის მოყვარულთა პირველი წრე ჩამოყალიბდა 1906 წელს. მოხდა ეს მეცენატ ლგოტაკის ინიციატივით. მანვე 1907 წლის 23 თებერვალს შეჰქმნა პირველი ოფიციალური საფეხბურთო გუნდი საქართველოში. გუნდს, რომელსაც ჰქონდა თავისი წესდება, სახსრები, ფორმა და მოედანი ეწოდა ”კომეტა”. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ფეხბურთს საქართველოში მანამდეც თამაშობდნენ. ხდებოდა ეს ძირითადად ზღვისპირა ქალაქებში, უპირველესყოვლისა ფოთში, სადაც ადგილობრივი გუნდები ეჯიბრებოდნენ ”ბურთაობა”-ში ბრიტანელ მეზღვაურებს. სწორედ ამიტომაა ფოთი მიჩნეული ქართული ფეხბურთის აკვნად.
ქალაქ ზესტაფონის ნაკრები”, 1923 წელი
რაც შეეხება ზესტაფონს, ფეხბურთს ჩვენს ქალაქში თამაშობდნენ XX-ე საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისიდან. პირველი ზესტაფონელი ფეხბურთელები იყვნენ ადგილობრივი გიმნაზიის (თანამედროვე I საშუალო სკოლა) აღსაზრდელები.
ჩვენი მონაცემებით, ქალაქ ზესტაფონის საფეხბურთო ნაკრები პირველად შეიკრიბა 1918 წელს, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ორგანიზებულ დღესასწაულზე ამხანაგურად გაეჯიბრა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის გუნდს (სხვადასხვა წყაროების მიხედვით, სენაკი ან ოზურგეთი).
პირველი საერთაშორისო მატჩი გაიმართა ზესტაფონში ასევე დამოუკიდებლობის პერიოდში, კერძოდ 1920 წელს. ზესტაფონის ნაკრებმა უმასპინძლა ბრიტანეთის იმპერიის საოკუპაციო ჯარების გუნდს და დაამარცხა იგი ანგარიშით 2-1.
”მეტალურგი”, 1937 წელი
20-იან წლებშიც ზესტაფონელი ფეხბურთელები არაერთხელ შეხვედრიან მეზობელი ქალაქების გუნდებს.
1927 წელს იმართება საქართველოს პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში. საქართველოს პირველი ჩემპიონი ხდება ქალაქ ბათუმის ნაკრები.
”მეტალურგი”, 1948 წელი
30-იან წლებში ზესტაფონში იქმნება ორი საფეხბურთო გუნდი - ”მერცხალი” და ”ლოკომოტივი”, რომლებიც მრავალჯერ მონაწილეობენ შიდასაქალაქო და რეგიონალურ ტურნირებში.
მაგრამ თვისობრივად ახალი ეპოქა ზესტაფონის ფეხბურთის ისტორიაში იწყება 30-იანი წლების მეორე ნახევარში, მას შემდეგ რაც ექსპლუატაციაში გაიშვა მეტალურგიული გიგანტი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა (სხვათაშორის, ქარხანა და ფეხბურთი დღემდე ფეხდაფეხ მოდიან). სწორედ ფეროშენადნობთა ქარხნის პროფკომიტეტის ინიციატივით 1937 წლის 10 მაისს გაიმართა ფიზიკური კულტურის მუშაკთა თათბირი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ფეხბურთელთა გუნდის ჩამოყალიბების შესახებ. გუნდს ეწოდა ”მეტალურგი”.
საქართველოს თასის მფლობელი ”მეტალურგი”, 1962 წელი
1938 წლის აგვისტოში ”მეტალურგი” მონაწილეობას იღებს ქალაქ მინსკში გამართულ სპორტსაზოგადოება ”მეტალურგი”-ს საკავშირო ტურნირში, სადაც ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებს მოსკოვის ”ელექტროსტალი”-ს, სტალინგრადის ”კრასნი ოქტიაბრი”-ს, ლენინგრადის ”მეტალურგი”-ს გუნდებს და მხოლოდ ფინალში მარცხდება ”სერპ ი მოლოტი”-ს კოლექტივთან. ამავე 1938 წლის შემოდგომიდან ზესტაფონის ”მეტალურგი” ერთვება საქართველოს ჩემპიონატში, რომელშიდაც სისტემატურად მონაწილეობს 1989 წლის ჩათვლით.
სხვადასხვა წლებში მეტალურგი გახლდათ:
საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი - 1967, 1970, 1982 წლებში;
საქართველოს თასის ფინალისტი - 1966, 1967, 1971 წლებში;
საქართველოს თასის მფლობელი - 1962 წელს.
ზესტაფონის ”მეტალურგ”-ში აღზრდილი მრავალი ფეხბურთელი სხვადასხვა დროს იცავდა წამყვანი ქართული საფეხბურთო კლუბების ღირსებას საკავშირო ასპარეზზე, კერძოდ:
თბილისის ”ლოკომოტივი” - გურამ შავდია, ზაურ ჩუბინიძე;
ქუთაისის ”ტორპედო” - გურამ ნიშნიანიძე;
თბილისის ”დინამო” - გიორგი (ჟორა) ჭუმბურიძე, გურამ ქოჩიაშვილი, დოდიკ ხუნდაძე, გურამ პეტრიაშვილი, ქართლოს ცინცაძე.
1990 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გადის საკავშირო ფეხბურთის ფედერაციის შემადგენლობიდან. იქმნება საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც მალევე ხდება ფიფა-სა და უეფა-ს წევრი, ეროვნულ ჩემპიონატში ერთვებიან წამყვანი ქართული კლუბები.
საქართველოს ვიცე - ჩემპიონი, ”მეტალურგი”, 1970 წელი
1990 წელს ზესტაფონში იქმნება ახალი კლუბი - საფეხბურთო კლუბი ”მარგვეთი”, რომელიც იკავებს ”მეტალურგი”-ს ადგილს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის I ჯგუფში და პირველივე წელს გადადის უმაღლეს ლიგაში. 1993 და 1996 წლებში ”მარგვეთი” საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ნახევარფინალისტია. 1996 წელს ”მარგვეთი” ხდება საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და მონაწილეობას იღებს უეფა-ს თასის გათამაშების საკვალიფიკაციო რაუნდში. სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო XX საუკუნის ბოლოს კლუბი დაიშალა.
სულ, 1991-1998 წლებში ს.კ. ”მარგვეთ”-მა მონაწილეობა მიიღო 8 ეროვნულ ჩემპიონატში, ჩაატარა 247 მატჩი, გაიმარჯვა 98 -ში, დაასრულა ფრედ - 43, ამარცხდა - 106-ში, ბურთების სხვაობა 397-443.
საქართველოს ვიცე - ჩემპიონი, უეფა-ს თასის მონაწილე, ს.კ. ”მარგვეთი” ,1996 წ.
1999 – 2004 წლებში კვლავ გამოჩნდა ასპარეზზე საფეხბურთო კლუბი ”მეტალურგი”, რომელმაც 2001-2003 წლებში მოახერხა უმაღლეს ლიგაში თამაშიც. სამწუხაროდ, მასაც ”მარგვეთი”-ს ბედი ეწია.
”მეტალურგი”, 2000 წელი
2004 წლის 18 ივნისს კი შეიქმნა ახალი კლუბი - საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”, რომელიც გახლავთ ზესტაფონური ფეხბურთის დიდი ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი და რომელმაც იმთავითვე დაიმსახურა გულშემატკივართა უსაზღვრო სიყვარული.
”ზესტაფონი”, 2008 წლის 16 მაისი
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” არსებობის პირველ სამ წელიწადში იკავებს ეროვნულ ჩემპიონატებში საპატიო 5-ე და ორჯერ 4-ე ადგილებს და ზედიზედ სამჯერ მონაწილეობს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების ფინალურ მატჩებში. 2007-2008 და 2009-2010 სეზონებში კი ”ზესტაფონი” ეუფლება ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლებს, ხოლო 2008 წლის 16 მაისს ისაკუთრებს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნულ ”ყაზბეგის” თასს.
* * *
* * *
ქალაქი .
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ზესტაფონი არის კოლხეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში გაშენებული ქალაქი. ქალაქი განლაგებულია მდინარე ყვირილის ორივე ნაპირზე, იქ ,სადაც დაბლობი გორაკ-ბორცვებში გადადის. ზესტაფონი ,რომელიც ზესტაფონის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია, ამასთან ერთად გახლავთ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ისტორიული კუთხის, მარგვეთის და ამავე სახელწოდების ეპარქიის ცენტრი.
ქალაქის სახელწოდება დაკავშირებულია მდინარე ყვირილაზე არსებულ ფონთან (” ზედა ფონი”) ,რომლითაც უხსოვარი დროიდან სარგებლობდა ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა და ჩვენს მხარეში მყოფი მოგზაურები.
წყაროებში პირველად ზესტაფონი მოხსენიებულია XVI- ე საუკუნის 60-იან წლებში. XIX- ე საუკუნის 20-იან წლებში აქ იყო კაზაკთა ჯარის პოსტი და ზესტაფონსაც ”ყვირილა” დაერქვა. XX- ე საუკუნის 20-იან წლებში მცირე ხნის მანძილზე ქალაქი ატარებს რევოლუციონერ ჯუღელის სახელს და მხოლოდ ამის შემდეგ იბრუნებს ისტორიულ სახელწოდებას.
ზესტაფონის სწრაფი ტემპებით ზრდა დაკავშირებულია ფეროშენადნობთა ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვებასთან. საწარმოს ამუშავებამ ქალაქი აქცია საქართველოს ერთ-ერთ ინდუსტრიალურ ცენტრად. დღესდღეობით ზესტაფონში ცხოვრობს 30 000-მდე მცხოვრები.
ზესტაფონი გახლავთ ერთ-ერთი ცენტრი მეღვინეობა-მევენახეობის დარგისა საქართველოში. ”ციცქა” და ”ცოლიკაური”-ს ჯიშის ყურძნებისაგან დამზადებული ღვინოები სახელგანთქმულია მთელ მსოფლიოში.
ზესტაფონის რაიონში მრავალი ისტორიული ძეგლია , კერძოდ : ზედა საქარის XI- ე საუკუნის , ტაბაკინის VI- ე საუკუნის , წევის XI- ე საუკუნის , სანახშირისა და სხვა ეკლესიები, ადრინდელი შუა საუკუნების ციხესიმაგრეები შროშაში და შორაპანში. შორაპანი ( SARAPANIS) გახლავთ ის ტოპონიმი, რომელზედაც მოგვითხრობს ძველბერძნული მითოლოგია. სწორედ შორაპნამდე მოაღწიეს იასონმა და მისმა ”არგონავტ”-მა მეგობრებმა ძველ კოლხეთში მოგზაურობისას.
კლუბი კალენდარულ საშინაო მატჩებს ატარებს ქალაქ ზესტაფონში "დავით აბაშიძის" სახელობის სტადიონზე.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ზესტაფონის ცენტრალურმა სტადიონმა, რომელიც აშენებულია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიერ, ფუნქციონირება დაიწყო 1952 წელს. თუმცა რამოდენიმე მატჩი მშენებარე სტადიონზე ჩატარდა ოფიციალური გახსნის წინა, 1951 წელსაც.
1952-1989 და 1999 – 2003 წლებში ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე მატჩებს მართავდა საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე, საფეხბურთო კლუბი ” მეტალურგი”. 1990-1998 წლებში ზესტაფონის ცენტრალური სტადიონი გახლდათ საფეხბურთო კლუბ ” მარგვეთი”- ს მშობლიური არენა. 2004 წლიდან კი სტადიონზე საშინაო მატჩებს ატარებს საფეხბურთო კლუბი ” ზესტაფონი ”.
1981 წელს არენაზე ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები , გადაიხურა დასავლეთის და აგებულ იქნა აღმოსავლეთის ტრიბუნა , რის შემდეგაც სტადიონის ტევადობა გაიზარდა 8000 ადგილამდე .
2004 წელს , ს . კ . ” ზესტაფონი ”- ს შექმნის შემდეგ , ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა და დღესაც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები , რომელთა მიზანია არენის განახლება და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოვება .
2005 წლის ზაფხულში სტადიონზე ჩატარდა მინდვრის საფარის გამოცვლასთან დაკავშირებული სამუშაოები . ქართველი მშენებლების მიერ დამონტაჟებული იქნა გერმანული ტექნოლოგიით შექმნილი ახალი სადრენაჟო სისტემა . მინდორზე დამონტაჟებულია ამერიკული ფირმა ” რაინბიორდი ”- ს სარწყავი სისტემა ( სხვათა შორის , ხსენებული მორწყვის სისტემა წარმატებით აპრობირებულ იქნა 2004 წელს პორტუგალიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ 8 სტადიონზე ).
ესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე დაგებულია მინდვრის საფარი - თურქული ფირმა ” ჩიმექსი ”- ს მიერ დამზადებული ” ნატურალური მწვანე ხალიჩა ”. სწორედ ამ ფირმის პროდუქციაა გამოყენებული” ბეშიქთაშისა ” და ” ფენერბახჩეს ” მშობლიურ არენებზე , გარდა ამისა თბილისის ”ოლიმპის” სტადიონზე . აქვე მოგახსენებთ იმასაც რომ პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ ცნობილი სპეციალისტი ლევან ცხოვრებაშვილი .
გარდა ამისა , საფეხბურთო კლუბ ” ზესტაფონი ”- ს ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილია კლუბისათვის ახალი ბაზის აშენება, ზესტაფონში აშენდა და შენდება მრავალი ახალი საფეხბურთო მოედანი (მათ შორის, ხელოვნურსაფარიანი). სტადიონზე იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა - გარემონტდა სავარჯიშო დარბაზები სპორტსმენთათვის, ტრიბუნები აღიჭურვა პერსონალური სავარძლებით, უახლეს მომავალში იგეგმება ახალი ტრიბუნების აგება, თანამედროვე ტაბლოს დამონტაჟება ად ა . შ .
ერთი სიტყვით, ზესტაფონში კეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოს საფეხბურთო რუკაზე ზესტაფონის სახით გაჩნდეს
ახალი ნათელი წერტილი !
კლუბი საშინაო მატჩებს მართავს "დათო აბაშიძის" სახელობის სტადიონზე
სავარაუდოდ ასეთი სახე ექნება ზესტაფონის ახალ ევროპული დონის ლამაზ არენას.
ზესტაფონში მიმდინარეობს ტექნოლოგიური ინოვაციებირამდენიმე დღის წინ ზესტაფონს ესტუმრა სპორტის სფეროში მოღვაწე საქვეყნოდ ცნობილი ფირმა ”პოლარის” წარმომადგენელი როლანდ შრიმპფი. გერმანელი სპეციალისტის ვიზიტი ქართული გუნდის საწვრთნელ პროცესში ულტრათანამედროვე სისტემა ”Polar Team2” დანერგვასთან იყო დაკავშირებული ..აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ”Polar Team2” ტექნოლოგიას, ფეხბურთის გარდა, აქტიურად იყენებენ ველოსპორტში, სათხილამურო სპორტში, მარათონსა და ტრიატლონში. ამ თანამედროვე სისტემით სარგებლობენ ინგლისის პრემიერ-ლიგის უკლებლივ ყველა კლუბი, გერმანული კლუბები: მიუნხენის ”ბაიერნი”, ლევერკუზენის ”ბაიერი”, დორტმუნდის ”ბორუსია”, ”ვოლფსბურგი”, ”მაინცი” და ”ბოხუმი”. ულტრათანამედროვე ტექნოლოგიას იყენებენ გერმანიის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები. როგორც ზესტაფონში მყოფმა ”პოლარის” წარმომადგენელმა როლანდ შრიმპფმა განაცხადა, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” პოსტსაბჭოურ სივრცეში პირველი კლუბი გახლავთ, რომელმაც ამ ტექნოლოგიის გამოყენება გადაწყვიტა.
ეს აპარატურა აი ასე გამოიყურება.
2008 წლის 16 მაისს, საფეხბურთო კლუბმა „ზესტაფონმა“ საქართველოს დავით ყიფიანის ყაზბეგის თასის გათამაშებსი ფინალში დაამარცხა თბილისის „ამერი“ 2:1 და
არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა.
* * *
კლუბს ყავს საკუთარი ფან-კლუბი ,რომლებიც ყოველთვის ერთგულად ქომაგობს გუნდს...როგორც საშინაო ასევე გასვლით მატჩებზე..


ფოტო,ვიდეეო და სხვა მასალების ლინკები იხილეთ აქ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
წინ რთული სეზონია . წარმატებები ბიჭებს

მხოლოდ კარგ ამბებზე გვეწეროს ამ თემაშიი !!!