გამარჯობა სრულიად ფორუმ.ჯის საზოგადოებას, თქვენი დაკვალიანება მჭირდება ..
მოკლედ მაწუხებს ტინიტუსი კერძოდ, პულსირება მხოლოდ მარცხენა ყურში , ესე ვარ დაახლოებით 4 წელი იქნება, რაც დავგუგლე ეს ხმა არის სისხლის მიმოქცევის ხმა, გუგლშიც ხშირად ვიხედები ხოლმე თუმცა როგორც ყველამ ვიცით კარგი არაფერი წერია ხოლმე გუგლში, გუგლის მიხედვით კვდები ადამიანი .. ამავდროულად ვაკვირდები რომ როცა წელში ვსწორდები ხოლმე ეს პულსაცია მატულობს ხოლმე და მერე ისევ რიტმს მიყვება ხოლმე, ძალიან ვარ შეშინებული , კარგს ვერაფერს ვერ ვფიქრობ, ვიფიქრე გადაღება მთლიანი სხეული ტომოგრაფიას ვგულისხმობ მაგრამ მეშინია დახურული სივრცის ვიცი რომ ვერ გავჩერდები , ანუ მაქვს კლაუსტროფობია, ამ ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, მეშინია ცუდი პასუხების, ყველაფერი ცუდი პასუხი უკვე გააზრებული მაქვს, რაც შეიძლება რომ მითხრან უარესზე უარესები, მაგრამ მაინც ვერ მივდივარ ,რადგან მაქვს შიში ამ ყველაფრის, და ცუდი პასუხების, არც ის მინდა რომ დამაგვიანდეს და მერე გვიანი იყოს მკურნალობა, არ ვიცი როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო , არ ვეწევი , ყოველდღიურად დავდივარ 6 კილომეტრს ძირითადად სამსახურიდან სახლისკენ , და სულ ამაზე მეფიქრება , ღამე ხომ არ ჩერდება ეს პულსაცია , თუმცა ტკივილს არ გავუღვიძებივარ საერთოდ ამ 4 წლის მანძლზე შესააძლოა 5 წელიც იყოს რაც ასე ვარ .. უბრალოდ როგორც კი ვიღვიძებ ხოლმე რიტმულად აგრძელებს პულსირებას მხოლოდ მარცხენა ყურში როგორც ზემოთ ავღნიშნე.
გთხოვთ მირჩიოთ რამე თქვენი გამოცდილებიდან რადგან არ ვიცი რა გავაკეთო, შიში მაქვს როგორც ზემოთ ვახსენე ცუდი პასუხების, და ვარ გაუგებრობაში ..
Addicted.ge - თუ გაინტერესებს სიახლეები Gaming სამყაროდან, შემოგვიარე.
**
Installed OS : Windows 11 x64
Processor: Intel(R) Core(TM) i7-10750H CPU @ 2.60GHz 2.59 GHz
Installed RAM: 16.0 GB
Chip Type : Nvidia GForce 1650
Manufacturer: Lenovo Legion