ყველას კარგად გვესმის ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს არჩევნებზე მისვლას და საკუთარი ხმის დაფიქსირებას.
ეს განსაკუთრებით ეხება ახალგაზრდებს, რადგან სწორედ მათი აქტიურობის შედეგად მოხდება მოსახდენი.
ამიტომ, ვფიქრობ კარგი იქნება PR კამპანიის აგორება სოც. ქსელებში, სადაც ყველაზე მეტად სწორედ ის ახალგაზრდები არიან ჩართულები, ვისი ხმაც ძალიან მნიშვნელოვანია.
მოგმართავთ თქვენ, ვინც პირდაპირ თუ ირიბად იცნობთ ე.წ. ინფლუენსერებს - ააგორონ კამპანია #წადიარჩევნებზე, რაც გაზრდის ახალგაზრდების და ზოგადად ამომრჩევლების ჩართულობას ამ მეტად მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესში.