კარგად ვერ ვერკვევი მედიცინაში, მარა ვინც ერკვევით, რას ფიქრობთ? წესით წაადგება ქვეყანას ნამდვილად და კარგია თუ ბიძინა ასეთ საქმიანობას განაგრძობს ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ.
საჩხერის სამედიცინო ცენტრში მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების ლაბორატორია გაიხსნა. ეს საქართველოში პირველი სივრცეა, რომელიც სამედიცინო სფეროში მკურნალობის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.
საჩხერის სამედიცინო გუნდმა პრაქტიკა გერმანიის, შვეიცარიის და სხვა მსგავსი ლაბორატორიების გამოცდილებებით დანერგა.
უნიკალური სამედიცინო სივრცე ბიძინა ივანიშვილის და ეკატერინე ხვედელიძის ინიციატივით შეიქმნა და აღიჭურვა, რომლის ბიუჯეტმაც ორ მილიონ ლარს უკვე გადააჭარბა.
https://primetime.ge/news/regioni/sachkheri...ativit-sheiqmna