კი ინდივიდუალურია, ვიცნობ რამდენიმე ყოფილ რეალის ფანს, უკვე გულგრილად რომ უყურებენ არამარტო რეალის თამაშებს

რეალის ქართველი გულშემატკივრები ჩემი დაკვირვებით რამდენიმე კატეგორიად იყოფიან:
1. ლეგენდები (ამავე დროს უკვე ასაკიანები): რომლებიც ჯერ კიდევ 1998 წლის სეზონამდე ქომაგობდნენ რეალს, ლიგის თასების გარეშე. ფანობის საერთო რაოდენობის - 5%
2. ერთგულები (ამავე დროს კაი სტაჟით და ფეხბურთის ცოდნით): 1998 წლის სეზონიდან, ან რომელიმე გიჟური სეზონიდან რომ დაიწყეს ქომაგობა და იმ ავბედით 2002-2011 წლების შუალედში ან რომელიმე უტიტულო სეზონში არ მიუტოვებიათ გუნდი. 20%
3. ვარსკვლავების გამო რეალის ქომაგები: ზოგი ზიზუს, ზოგი კიჭას, ზოგი რონალდუს და ა.შ. ხათრით გახდა რეალის ქომაგი. ასეთები დიდი ერთგულებით არ გამოირჩევიან და იყო შემთხვევები ზოგმა მილანს მიაშურა, ზოგმა მანჩესტერს, ზოგმა გაგიკვირდებათ და ბარსას

15%
4. მარიაჟები: რომლებსაც რეალი საფეხბურთო დებატებში საბლატაოდ ჭირდებათ და შეიძლება სეზონში 10 თამაშიც არ ქონდეთ გუნდის ნანახი, აქ უნდა აღინიშნოს, რომ ამ კატეგორიამ გუნდის შემადგენლობა კარგად იცის და ტრანსფერებსაც ადევნებენ თვალს

20%
5. მოდას აყოლილი უმეცრები: ერთადერთი რაც იციან ისაა, რომ რეალი ყველაზე მაგარი გუნდია: არ იციან არც შემადგენლობა, არც სატურნირო ცხრილი, არც მწვრთნელი არც სტადიონის სახელი. ტაქსი გავაჩერეთ მე და რეალის ფანმა (ერთგულების კატეგორიიდან) მეგობარმა, თან ფეხბურთზე ვსაუბრობდით, 2016 წელია. ესეც ჩაგვერთო, ვისი გულშემატკივარი ხარ მეთქი რეალისო, ამას გაუხარდა, ამაყად გადმომხედა. უყურეთ გუშინ რა ითამაშეს, დახატეს პირდაპირო? გაგვიკვირდა ჩვენ, არაფერი თამაში იმ დღეებში არ იყო, ვის ეთამაშნენ თქო და ტოტენჰემსო 4-0 გავანადგურეთო, 2011 წლის თამაშზე გვითხრა.

40%