საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე — საქართველოს პარლამენტის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც აირჩევა ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ, პირველსავე სესიაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით.
—
ანუ, რეგლამენტის მიხედვით, მთავრობის დამტკიცების ამბები პირველი სხდომიდან რამდენიმე დღე ან კვირა ხომ
იწელება ხოლმე. ოცნებამ უმრავლესობა თუ ვერ აიღო, მაინც ჯერ მისი წარდგენილი მთავრობის კანდიდატურა უნდა ჩავარდეს და ა.შ.
ხოდა, პარლამენტის თავმჯდომარე პირველივე სესიაზე უნდა აირჩიონ

და მაგაზე რა მოხდება
რეგლამენტს აგდავხედე და “ თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.”
იმედია აქამდე არ მივა საქმე